ივერი ბალახაშვილი: შედიან ბრძოლაში, მაგრამ არცერთხელ არაა ქართული ოცნება ნახსენები, ისევ ნაციონალურ მოძრაობას ებრძვის ლელო მიშა გადადექი!

“ნაციონალური მოძრაობის”  ციფრული კომუნიკაციების ხელმძღვანელი ივერი ბალახაშვილი:
შედიან ბრძოლაში, მაგრამ არცერთხელ არაა ქართული ოცნება ნახსენები, ისევ ნაციონალურ მოძრაობას ებრძვის ლელო 😅 მიშა გადადექი!
🔴 აქ კიდევ ერთხელ გამოჩნდა რომ უბრალოდ მეორე ადგილი აინტერესებთ, ვერანაირი 15% შესაძლებლობა ვერ აქვთ 4-5 ის მონაწილეობის შემთხვევაში, რადგან შარშანდელ გაყალბებულ არჩევნებში კი 7% უწერია ლელოს ადიგენში. წინა თვითმმართველობის არჩევნებში კი 3% იანი ბარიერიც ვერ გადალახეს, ვერც ადიგენში ვერც ახალციხეში.
🔴 ახალციხის ლელოს თავმჯდომარემ გაყალბების აღკვეთის ახალი ვარიანტიც შემოგვთავაზა – “ვინ გააყალბებს? ქართველები არ არიან? ჩვენი მეზობლები, ახლობლები, ნათესავები არ არიან ვინც იქ ზიან? იმათაც ხომ აქვთ შეგნება და შეგვიძლია ველაპარაკოთ?” – ჯუმბერ ინასარიძე 🤷‍♂️
🔴 ეს ნაწილი განსაკუთრებულია – “ადიგენში ვერავინ ვერ გაბედავს (პარტიის ან პარტიაში პოზიციის დატოვებას) რადგან ისეთი გუნდი მყავს, რომ გადაწყვეტილებას რასაც მე მივიღებ, ის უნდა მიიღოს სულ ყველამ” – როგორი დემოკრატიული დამოკიდებულებაა, საბა ბუაძეს და ანა ნაცვლიშვილს გაუმართლათ რომ თბილისში არიან და ჰქონდათ შესაძლებლობა, საკუთარი აზრის გამოხატვის და პოზიციის დატოვების.