“ივანიშვილiს ხელისუფლებას ამის გადაგორება აღარ გამოუვიდა” – კოტე კემულარია

საკუთარი მოქალაქეების მიმართ ქ ი მ ი უ რ ი იარაღის, თბილისში სავარაუდო გამოყენებაზე, საერთაშორისო გამოძიება მოითხოვეს ევროპის უმაღლესი ტრიბუნიდან!!!
ფაქტია რომ, ივანიშვილის ხელისუფლებას, მშვიდობიანი მოქალაქეების მიმართ წყლის ჭავლში გარეული მომწამლავი შხამის გამოყენების გადაგორება აღარ გამოუვიდა… მსოფლიო საზოგადოება არასოდეს დაუშვებს კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართული მსგავსი დანაშაულის არგამოძიების და დამნაშავეთა არდასჯის პრეცედენტს!!! ევროპის უმაღლესი კომისრის მიერ საქართველოს შს მინისტრის მოადგილის მხილება ტყუილში -“წყლის ჭავლში ქიმიური ნივთიერება არ გაგვირევიაო”, ეროვნულ გამოძიებაზე ფაქტობრივი უარი, ივანიშვილის ხელისუფლებას ჰააგის საერთაშორისო გამოძიების პირისპირ აყენებს!!! საქართველო შეუერთდა ჰააგაში 35 სახელმწიფოს მიერ შექმნილ კომისიას, რომელმაც—რეპარაციული პროგრამებით – უნდა უზრუნველყოს ს აგრესიის შედეგად უკრაინისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება(?!) “რეპარაციის” ტერმინის გამოყენება, განსაკუთრებით აღიზიანებს მოსკოვს, ვინაიდან ის ნიშნავს ს მიერ ომის დანაშაულის ჩადენის დადასტურებას, რის გამოც ეკისრება მას “რეპარაცია” – მსხვერპლისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება… ევროპის ანტიმოსკოვურ “რეპერაციებში”ივანიშვილის ხელისუფლების საკვირველი მონაწილეობა, ქიმიური იარაღის სკანდალის შესარბილებელი ნაბიჯი იყო… თუმცა, ევროპარლამენტმა და ევროკომისიამ, გუშინდელი უმძიმესი გამოსვლებით, ჩაშალეს ეს მცდელობა! ბლუმბერგი წერს კუშნერის და უიტკოფის როლზე – გაეკონტროლებინათ ევროპაში გაყინული ერთი ტრილიონი დოლარის რუსული აქტივების მოძრაობა. კრემლმა “ქურდულ” სტილში შესთავაზა კუშნერის გუნდს: “ამოგვაღებინეთ ეს ტრილიონი და ნახევარი თქვენი იყოსო”… რეპარაციის პროცესში, სწორედ 50% -ის სასარგებლოდ მიმართვას ითხოვდა უიტკოფ-დმიტრიევის “28 პუნქტი”! ჰააგის კომისიის შექმნამ საბოლოოდ ჩაშალა ეს “ შავი გარიგებაც”! რუსეთის მზარდი ეკონომიკური კოლაფსის პირდაპირპროპორციულად დაიწყებს “ოცნება” მოსკოვიდან დისტანცირებას…
ინდოეთის მიერ უარით გამოსტუმრებული, 3.4 მილიონი ბარელი სანქცირებული რუსული ნავთობით დატვირთული ხუთი გიგანტური ტანკერი დგას ახლა რეიდზე ჩინეთთის სანაპუროსთან და უშედეგოდ ცდილობს ნახევარ ფასად მიჰყიდოს ნავთობი ჩინეთის კერძო ნავთობგადამამუშავებელ საწარმოებს…