“ივანიშვილს უნდა “ვითომ ოპოზიცია”, მისი სატელიტები შექმნიან ფსევდო დემოკრატიულ ფონს” – ხუხაშვილი

პოლიტოლოგი, :
ივანიშვილს გადაწყვეტილი აქვს, რომ ე.წ. სუვერენული ტიპის დემოკრატია დაამკვიდროს ამ ქვეყანაში. ეს იმას ნიშნავს, რომ უნდა იყოს ერთი დომინანტური პარტია და მისი სატელიტები, რომლებიც შექმნიან ფსევდო დემოკრატიულობის ფონს, ვითომ არსებობს ოპოზიცია. ასეთი ჰყავს “ხალხის ძალა”, რომელიც თავისი წიაღიდან იმშობიარა. ღარიბაშვილის ოპოზიცია იაფი უჯდებათ, გარდა იმისა, რომ შინაური ცხოველია მოთვინიერებული, ფინანსურადაც მისი შენახვა არაფერი არ დაუჯდებათ… ესენი ხომ მაფიოზურად აზროვნებენ, ეს ხომ არ არის პოლიტიკური აზროვნება, რასაც ჩვენი ხელისუფლება აკეთებს, მაფიის წესებით ცხოვრობენ და წაკითხული კი არავის არაფერი არ აქვს, მაგრამ შიგნით ყავთ მაფიოზები კრიმინალური სამყაროდან, რომლებიც ასწავლიან ამ ყველაფერს ზეპირად. ბიძინამ დაიწყო ე.წ. პარსვის, ანუ მოსავლის აღების პროცესი ყველაფერთან ერთად. გამომდინარე იქიდან, რომ ქურდის ქურდი, ქურდი არ არის ბიძინა ისევ ანგელოზია,”
ცნობისთვის, დღეს, ს ინფორმაციით, ჯუანშერ ბურჭულაძე ირაკლი ღარიბაშვილს პარტიის გაკეთებას სთხოვს.