“ივანიშვილს სიკვდილივით ეშინია რაღაც კადრების, რომელიც აქვს ღარიბაშვილს ან ლილუაშვილს, შესაბამისად ამ ორის ხაბეიშვილთან თანამშრომლობის”

“მოკლედ, ივანიშვილს სიკვდილივით ეშინია რაღაც კადრების, რომელიც აქვს ღარიბაშვილს ან ლილუაშვილს, შესაბამისად ამ ორის ხაბეიშვილთან თანამშრომლობის. ჯუანშერ ბურჭულაძის და ხაბეიშვილის დაკავება პირდაპირი გაფრთხილებაა ორისთვის. იმედია, კადრები სათანადოდ არის შენახული და დროზე გამოაგდებენ” – წერს ჟურნალისტი ეკა კვესიტაძე სოციალურ ქსელში
სუს-მა თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძისა და ნაციონალური მოძრაობის ლიდერის, ს დაკავების შესახებ დღეს განაცხადა. უწყების ცნობით, გამოძიება ჯუანშერ ბურჭულაძეს სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავება და მას 9-დან 12 წლამდე პატიმრობა ემუქრება. ხაბეიშვილთან დაკავშირებით კი განაცხადეს, რომ მისი დაკავების მიზეზი ტელევიზიებითა და სოციალური ქსელებით პოლიციელების მიმართ ხალხის მხარეს გადმოსვლის შემთხვევაში, მათთვის ფულადი ჯილდოს შეთავაზება გახდა.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – პარტიის აკრძალვის შემდეგ დავაკვირდებით, მასთან დაკავშირებული პირები ხომ არ ცდილობენ, მოძებნონ პოლიტიკური საქმიანობის სხვა საშუალებები – თუ ამას დავინახავთ, მივმართავთ საკონსტიტუციო სასამართლოს

შალვა პაპუაშვილი – ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც სარჩელში არ მივმართავთ ინდივიდუალურ პირებთან დაკავშირებით პოლიტიკური საქმიანობის შეზღუდვას ისაა, რომ არ გვინდა გვქონდეს მოკლე სია ან რაღაც სია – გვინდა დავიტოვოთ უფრო ფართო ინსტრუმენტი

ირაკლი კუპრაძე – ანტიქართულმა „ოცნებამ“ გადაწყვიტა, დემოკრატიას მიაყენოს გადამწყვეტი დარტყმა – რუსული რეჟიმის მიმართ წინააღმდეგობა იქნება უკომპრომისო – ვდებთ პირობას, რომ ეს ბრძოლა არ გაჩერდება, სანამ არ იქნება გამარჯვება