ივანიშვილს, გომელაურს, სხვა მაღალჩინოსნებს, ლიეტუვასა და ესტონეთში შესვლა აეკრძალათ

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი, გაბრიელიუს ლანდსბერგისი და ს საგარეო საქმეთა მინისტრი მარგუს ცაჰკნა იმ ადამიანების სიას აქვეყნებენ, რომლებსაც ლიეტუვასა და ესტონეთში შესვლა აეკრძალათ. მათ შორისაა, ქართული ოცნების დამფუძნებელი და შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომეალური. აღნიშნული ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები ამის შესახებ ინფორმაციას X-ზე აქვეყნებენ.
„უარი ეთქვათ ლიეტვაში შესვლაზე ადამიანის უფლებების დარღვევაზე პასუხისმგებლობის გამო:
ბიძინა ივანიშვილს,
ვახტანგ გომელაურს,
შალვა ბედოიძეს,
იოსებ ჭელიძეს,
ალექსანდრე დარახველიძეს,
გიორგი ბუთხუზს,
ზვიად ხარაზიშვილს,
მილერი ლაგაზაურს,
მირზა კეზევაძეს,
ვაჟა სირაძეს
თეიმურაზ კუპატაძეს“, – ნათქვამია ლანსბერგისისა და ცაჰკნას განცხადებებში.