“ივანიშვილს ბევრი ფული და ძალაუფლება აქვს, მაგრამ დამარცხებული კაცია” – სანაია

ჟურნალისტი, ვახო სანაია:

ივანიშვილს 9 აპრილი სისულელედ მიაჩნია, რადგან ზოგადად თავისუფლებისთვის თავგანწირვა მიაჩნია სისულელედ.
დამთხვევაა თუ არა, ნამდვილად არ ვიცი, მაგრამ სიმბოლური ,,საჩუქარი” კი გამოუვიდა – რუსული კანონი 9 აპრილამდე ერთი დღით ადრე დაარეგისტრირა. მან ვერ დამალა დამოკიდებულება ზვიად გამსახურდიასადმი, თითქოს მართვის უნარები დაუწუნა, სინამდვილეში კი მისი სიტყვები სავსე იყო გაღიზიანებით – მიზეზი ისაა, რომ საძულველია ყველა, ვისაც იდეისთვის ბრძოლა შეუძლია, რადგან თავად არასდროს გაუკეთებია ეს. მერე მიხვდა, რომ უნდა შეეფუთა ეს ღია გაღიზიანება და საჯარო თვალთმაქცობა დაიწყო. თავისუფლება მისთვის არ არის ფასეულობა, რადგან თავად არასდროს ყოფილა თავისუფალი. სძულს ყველა, ვინც თავისუფალია. მას არ სჯერა და არც სურს საქართველოს დამოუკიდებლობა. მხოლოდ პირად სამფლობელოდ წარმოუდგენია ს გავლენის ქვეშ. ის ცინიკურია ამ ქვეყნის მიმართ. ფიქრობს, რომ მხოლოდ ფულის საკეთებლად და ძალაუფლებისთვის თუ გამოადგება. მისთვის კოშმარია წარმატებული საქართველო, რადგან მთლიანად ეწინააღმდეგება მის რუსულ ბუნებას. ის ემონება რუსეთს და კატასტროფულად ეშინია პუტინის. უნდა, რომ ყველა ასე იყოს. მას სძულს ყველა, ვინც პუტინს შეეწინააღმდეგა. მას სძულს ზელენსკი მისი ვაჟკაცობის გამო, რადგან ვაჟკაცობაც სძულს. მას ერთი სული აქვს წააგოს მ, რომ შემდეგ საქართველოს რუსეთისთვის ჩაბარება გონივრულ ნაბიჯად შერაცხოს. რაც მეტად დამარცხებული, წარუმატებელი და ჭაობში ჩაფლული იქნება საქართველო, მით უფრო მყარად იგრძნობს თავს და დაუმტკიცებს ყველას, რომ ამ ქვეყანას სხვა არაფერი შეუძლია. ის არა მხოლოდ ვასალია რუსეთის, არამედ რუსია მენტალურად. ის საფრთხეს ხედავს თაობაში, რომელიც თვითორგანიზებით ვერეს ხეობას შეესია ხალხის დასახმარებლად. მისთვის კოშმარია, როცა ვიღაც იდეისთვის იბრძვის და ფულზე არ იყიდება. მისთვის გაუგებარია, რატომ არ არის ყველა მდინარაძე ან ზარქუა. მას სძულს ახალგაზრდები, რომელთაც არწმუნებდა, რომ არ ღირს თავგანწირვა, რადგან კედელს ვერ გაანგრევენ. ის შეცდა. ამიტომ კიდევ უფრო შესძულდა ახალგაზრდები, რომელთაც მას არ დაუჯერეს და შარშან რუსული კანონი არ გაატანინეს. ამიტომ მათი დასჯა გადაწყვიტა. მას სძულს ხალხი, ვინც გავრილოვი აქედან გააგდო. ამიტომ პუტინის დასანახად თვალები დასთხარა. მას სძულს განათლებული ადამიანები და მათი დისკრედიტაციითაა დაკავებული, რადგან მიაჩნია, რომ თავად უწიგნურმა მილიარდები იშოვა და რატომ უნდა იყვნენ საზოგადოებაში ვიღაცები, რომლებიც მასზე ჭკვიანებად და პატივსაცემ ადამიანებად მიიჩნევიან. მას სძულს 26 მარტი, როცა ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე გავიდა. ამიტომ ერთი სიტყვაც არ თქვა საჯაროდ. სულ სხვა რამეს ელოდა და აღმოჩნდა, რომ ხელისუფლება არაფერ შუაშია და წარმატება დარჩა მას, ვისაც ის ეკუთვნოდა – ხალხს. ზედმეტად ევროპული აქტი გამოდგა ევროპის ჩემპიონატზე გასვლა. მისთვის კოშმარია, როცა ქართველებს ერთმანეთი არ სძულთ. მას ბევრი ფული და ძალაუფლება აქვს, მაგრამ დამარცხებული კაცია. ეს კაცი მართავს დღეს საქართველოს.

ასევე დაგაინტერესებთ

სახალხო დამცველი „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციათა რეესტრის” წარმოების, საფინანსო დეკლარაციის წარდგენისა და მონიტორინგის წესის“ შესახებ განცხადებას ავრცელებს

ადმინისტრაცია – სალომე ზურაბიშვილმა გერმანიის პრეზიდენტთან ისაუბრა ქვეყანაში შექმნილ წინასაარჩევნო გარემოზე, რომელიც ინსპირირებულია რუსეთისაგან – შტაინმაიერმა იმედი გამოთქვა, რომ საქართველოში პროევროპული ძალები გაიმარჯვებენ