“ივანიშვილს აქვს ნათქვამი, პირადად მომიხდა ბოდიშის მოხდა პუტინისთვისო” – ირაკლი ალასანია

თავდაცვის ყოფილი მინისტრის თქმით, საქართველოს საჰაერო თავდაცვის სისტემების შესყიდვის ჩაშლა მხოლოდ ადგილობრივი ჩანაფიქრი არ იყო. ის რადიო თავისუფლებასთან იხსენებს, რომ როდესაც სისტემების შესყიდვაზე საუბარი დაიწყო, ს წარმომადგენლებმა ამაზე განცხადებები გააკეთეს, რატომ სურს ალასანიას საჰაერო თავდაცვის სისტემების ყიდვა. მისივე ინფორმაციით, ერთ-ერთ შეხვედრაზე, რომელსაც თავად არ ესწრებოდა, ბიძინა ივანიშვილმა თქვა, რომ მას პუტინისთვის ბოდიშის მოხდაც მოუწია.
„თუ არ ვცდები, „რესპუბლიკელებთან“ შეხვედრაზე ან საერთო შეხვედრაზე ივანიშვილს აქვს ნათქვამი, რომ ისეთ დღეში ჩამაყენა ალასანიამ ამ თავისი გადაწყვეტილებით, პირადად მომიხდა ბოდიშის მოხდა პუტინისთვისო. აქ ცხადია, ეს არ იყო მხოლოდ ივანიშვილის თავში მოხარშული თემა, ეს იყო პირდაპირ რუსეთიდან წამოსული მუქარა, შეიძლება, ასეც ითქვას, რომ ამ საქმეს არ უნდა მოჰყოლოდა შედეგი, იმიტომ, რომ ეს იყო მათთვის მიუღებელი. ძალიან მძიმეა, როდესაც შენი ქვეყნის უსაფრთხოებაზე ფიქრობ, ზრუნავ და სხვა ქვეყნის – იმ ქვეყნის, რომელმაც შენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა ხელყო – აზრს იზიარებ და შენს თავდაცვის მინისტრს უქმნი პრობლემას და შენს თავდაცვისუნარიანობას. მაშინ გამოჩნდა, რომ ძალიან მოწყვლადი იყო ეს ხელისუფლება რუსეთის გავლენაზე. რატომ მიიღო იმ მომენტში ეს გადაწყვეტილება, რამ განაპირობა, მუქარა იყო თუ არა – ეს ინფორმაცია მე არ მაქვს. ერთი რამ მთავარია ვიცი, რომ საქართველომ, ჩვენმა თავდაცვისუნარიანობამ და უსაფრთხოებამ დაკარგა ერთ-ერთი მთავარი ელემენტი, საჰაერო თავდაცვა და დღეს, ჩემი აზრით, ესაა უპატიებელი შეცდომა, სახელმწიფოებრივი დანაშაული“, – აცხადებს ალასანია. „მე არ ვიყავი ამ შეხვედრაზე, მაგრამ გადმომცეს“, – დასძინა მან.