“ივანიშვილმა 1 ოპერაციაში 400 მილიონი მოპარა ქვეყანას” – რას ჰყვება კაცი, რომელიც წლობით მართავდა ივანიშვილის ფინანსებს

გიორგი ბაჩიაშვილი, რომელიც, დაახლოებით 10 წელი იყო ივანიშვილის გვერდით, მისი ფინანსების მთავარი მმართველი და მარჯვენა ხელი იყო, “შაბათის ეთერის” ანონსში, ამბობს:
დღეს შეშლილია თავისი ძალაუფლებით. ერთ ოპერაციაში დაახლოებით 400 კილიონი დოლარი მოპარა სახელმწიფოს, კრიმინალია, ნურავის მოატყუებს თავის “სუფთად ნაშოვნ ფულზე”. აჩვენოს საქართველოს მოსახლეობას დენის იმპორტიდან თანხები სად მიდის… თავის პირველ მილიონზე ივანიშვილს საუბარი ასე ძალიან ამიტომ არ უნდა და ამას ამდენი ხანია საგულდაგულოდ მალავდა. ვაჭრობს ჩვენი ქვეყნის მომავლით, რომ ურეკავენ, ბორია, ბორინკაო, იქედან რა მოთხოვნებია? რას ეუბნებიან? მისთვის არ არსებობს თავისუფალი ადამიანები, მისთვის არსებობენ საგანი და მარიონეტები, – პრემიერები, მინისტრები, პროკურორები… კვირაში 2–3 ჯერ მის რეზიდენციაში ვიყავი, იყო პოლიტიკაში, თუ არ იყო, არაფერი იცვლებოდა. თავისთავად, ივანიშვილის გარემოცვაში ილექება ფული, პრემიერ–მინისტრი – პრემიერ მინისტრი არ არის და მინისტრი მინისტრი არ არის. მენტალურ და მორალურ მონობაშია ძალიან ბევრი ადამიანი მასთან. ივანიშვილს უყვარს მხოლოდ თავისი თავი და მერეა მისთვის მისი ოჯახი, მისი ქვეყანა, ხეებიც და ყველაფერი დანარჩენი. ივანიშვილს უნდა საქართველო იყოს მისი ეზო. ლეგენდა აქვს დიდი ქველმოქმედის, მაგრამ ხალხმა უნდა იცოდეს, რომ ეს მხოლოდ შირმაა. ივანიშვილი, სულიერება და რწმენა სხვადასხვა რამეა.

ასევე დაგაინტერესებთ