ივანიშვილმა ხმა მისცა, კომენტარის დროს თავისი პარტია აქო – კითხვებს არ უპასუხა

“დღეს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი ქვეყნის უახლოეს ისტორიაში – თავისუფალი , რომელიც უკანასკნელ პერიოდში განუხრელად მიმდინარეობს საქართველოში, დღესაც ასეთი ერთ-ერთი საინტერესო არჩევნებია და ძალიან მნიშვნელოვანი. ქართულმა ოცნებამ, ჩვენმა პარტიამ, საშუალება მისცა საზოგადოებას თავისუფალი არჩევანი გააკეთოს, ისევე როგორც თავისუფალი სიტყვის, თავისუფალი ბიზნესის და თავისუფალი ცხოვრების დაფუძნება მოვახერხეთ უახლოეს ბოლო წლებში.
13 წელიწადია მოგეხსენებათ, რაც ქართული ოცნება ხელისუფლებაშია – ჩვენ ყველა მიმართულებით შთამბეჭდავ წარმატებებს მივაღწიეთ, საზოგადოებასთან ერთად, მაგრამ ყველაზე დიდი წარმატება, ყველაზე დიდი მიღწევა, რასაც შეგვიძლია ხაზი გავუსვათ, გახლავთ ის, რომ როგორც ქართულმა ოცნებამ, ისე საზოგადოებამ ისწავლა კარგი ანალიზი, ობიექტური ანალიზის გაკეთება, კრიტიკული აზროვნების განვითარება. ჩვენი საზოგადოება უკვე თავისუფლად ახერხებს, თეთრი-შავისგან გაარჩიოს და შესაბამისად, ვღებულობთ ისეთ შედეგებს, რომელიც საზოგადოებას უნდა.
სამოქალაქო საზოგადოების განვითარება, რომელიც მოახერხა ჩვენმა საზოგადოებამ და მაქსიმალურად აიღო ხელისუფლება ხელში, რაც მაქსიმალურად გამოიხატება არჩევნებში სწორი პოზიციის დაფიქსირებით, ჩვენ მივიღეთ ის შედეგები, რაც გვაქვს დღეს და წარმატება გვაქვს ყველა მიმართულებით.
როგორი განცხადებებიც არ უნდა გაკეთდეს დღეს ჩვენი ოპონენტებისგან, თუ ის არ იქნება ობიექტური, ქართული საზოგადოება, მასზე, როგორც წესი, რეაქციას არ აკეთებს – ეს არის ყველაზე დიდი მიღწევა ჩვენი საზოგადოებისთვის, რომ მოახერხა და ისწავლა თეთრის-შავისგან გარჩევა და სწორი არჩევანის გაკეთება. იმედია, დღესაც საზოგადოება იქნება აქტიური, მაქსიმალურად მობილიზებული მივლენ საარჩევნო ყუთებთან და სწორ არჩევანს გააკეთებენ”.