„ივანიშვილმა ჩვენთან შეხვედრაზე უარი თქვა“ — სენატორი შაჰინი და კონგრესმენი ტერნერი

აშშ-ის სენატორი ჯინ შაჰინი ამბობს, რომ საქართველოში ვიზიტისას, მასთან და კონგრესმენ ტერნერთან შეხვედრაზე ბიძინა ივანიშვილმა, რომელიც, მათი შთაბეჭდილებით, გადაწყვეტილებების მიმღები ძირითადი პირია საქართველოში, შეხვედრაზე უარი თქვა.
ამის შესახებ სენატორმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„მოვითხოვეთ ივანიშვილთან შეხვედრა, მაგრამ მან უარი თქვა. ყველაფრის საფუძველზე, რაც ჩვენ აქ მოვისმინეთ, ის არის გადაწყვეტილების ძირითადი მიმღები ამ ქვეყანაში და იმედის გაცრუებას იწვევს, რომ მან შეხვედრაზე უარი თქვა.
როდესაც მე აქ ვიყავი 12 თვის წინ, იმ პერიოდში შემოჰქონდა მთავრობას „რუსული კანონი“. გამოვხატე ჩვენი წუხილი ამ კანონთან დაკავშირებით და ვთქვი, რომ ფაქტი მისი მიღებისა გამოიწვევდა ანგარიშვალდებულებას, ექნებოდა გავლენა ჩვენს ურთიერთობებზე — ესეც აღვნიშნე მაშინ. ამას ვხედავთ ახლა, სამწუხაროდ, მთავრობის ძალისხმევის შედეგად. და მინდა გითხრათ, მიჭირს გაგება. თქვენი ქვეყნის 20% ოკუპირებულია ს მიერ, სადაც ჩავდიოდით, ყველგან გამოხატავდნენ შეშფოთებას რუსეთის განზრახვასთან დაკავშირებით თქვენი ქვეყნის მიმართ. ამ დროს მთავრობა იღებს კანონს, რომელიც ასახავს რუსეთის ქმედებებს და ეწინააღმდეგება მოქალაქეების ნებას. არ მესმის ეს“, — თქვა სენატორმა პრესკონფერენციაზე.
კონგრესმენი ტერნერი ამბობს ამერიკის მხრიდან დაფინანსების ნაწილის შეჩერება საქართველოს მიმართულებით, განხილვის საგანია და საქართველოს მთავრობის ნაბიჯებზეა დამოკიდებული.
„ამერიკის მიზანია დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერება საქართველოში. ჩვენი სურვილია, რომ გავაგრძელოთ ჩვენი ორმხრივი ურთიერთობა ორ დემოკრატიას შორის. ამერიკამ შეაჩერა დაფინანსების ნაწილი, რაც განხილვის საგანია და დამოკიდებულია საქართველოს მთავრობის ნაბიჯებზე.
რასაც ჩვენ ვხედავთ, ეს შესუსტებაა დემოკრატიული ინსტიტუტებისა და სამომავლოდ ხელს შეუშლის საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე“, — თქვა კონგრესმენმა.
მანამდე სენატორმა და კონგრესმენმა აღნიშნეს, რომ პრემიერმინისტრ სთან შეხვედრით იმედგაცრუებულები არიან და კობახიძე არ ამჟღავნებს ინტერესს -სთან ურთიერთობის გაგრძელებისადმი.

ასევე დაგაინტერესებთ