ივანიშვილმა ქონების გადამალვა დაიწყო – ოპოზიცია

ივანიშვილმა ქონების გადამალვა დაიწყო-მაშველი რგოლი ოლიგარქისთვის “ატუ ჰოლდინგია“.
შაბათის ეთერის გასაჯაროვებული დოკუმენტებით დგინდება, რომ ამერიკული სანქციების დაწესებიდან ოთხ დღეში, ბიძინა ივანიშვილმა უფროს ვაჟს – უტა ივანიშვილს საჯარო რეესტრში სააქციო საზოგადოება დააფუძნებინა.
რაში დასჭირდა ქვეყნის არაფორმალურ მმართველს ჰოლდინგის გაკეთება?-ოპოზიცია აცხადებს, რომ დასავლური სანქციების პირისპირ მდგარი ოლიგარქი ფულს, ფერწერულ ტილოებს, საფრენ აპარატებს, იახტებს და სხვა ფუფუნების საგნებს სწორედ “ატუ ჰოლდინგში“ დამალავს.
“ივანიშვილი ცდილობს, რამენაირად შეამციროს ის ზიანი, რაც მოყვება მისი დასავლური ფინანსური სამყაროდან სრუოლად გამოთიშვას, თუმცა, ცხადია, რომ ნაწილობრივ შეგუებულიცაა, რომ ეს ზიანი მას აუცილებლად მიადგება. ეს ზიანი შესაძლოა, გაცილებით დიდი იყოს სხვებისთვის, მათ შორის მის ირგვლი შემოკრებილი ფინასნური ელიტისთვის, რომელთაც ჯერ კიდევ აქვთ შესაძლებლობა, რომ მათი გზები ივანიშვილისგან განაცალკევონ, რათა არ ჩაყვნენ ივანიშვილს პოლიტიკურ და ფინანსურ სამარეში.
ჩვენ ვხედავთ, აფუძნებს ის ახალ-ახალ სტრუქტურებს, ივანიშვილმა შავბნელი ტრანზაქციები კარგად იცის, მაგრამ ალბათ ისიც კარგად ესმის, რომ ეს ზიანი საბოლოო ჯამში მაინც დადგება“, – ამბობს კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ლიდერი, საბა ბუაძე.
“ცხადია, იწვევს მათში შიშებს და ეს იმაშიც გამოვლინდა, რომ საგამოძებო ჟურნალისტენმა აჩვენეს, თუ როგორ ცდილობს ივანიშვილი დაიცვას თავისი ფული. მისი ყველა ინტერვიუ არის სწორედ ფულზე და აცხადებს, რომ მას აწუხებს საკუთრი ფული და მერე დანარჩენი. შესაბამიად, ის განცხადება, რასაც ოცნება აკეთებს, რომ ვითომ ეს არის მათთვის ჯილდო, არის სრული ტყუილი და ფაქტები სახეზეა-ივანიშვილი ცდილოსბს აკუთარი ქონების გადარჩენას და ამისთვის აკეთებს ყველაფერს“, – აცხადებს კოალიცია „ცვლილებებისთვის“ წევრი, გიორგი ბუტიკაშვილი.
პოლიტიკოსებს აქვთ მოლოდინი, რომ შეერთებული შტატებიდან ივანიშვილის ოჯახის წევრებიც მიიღებენ სანქციებს და ივანიშვილი ვეღარ შეძლებს თავი აარიდოს საკუთარი ქონების დაკარგვას.
წყარო: tv pirveli