“ივანიშვილმა ქართველ ხალხს სულში ჩააფურთხა” – რომან გოცირიძე

ივანიშვილმა ქართველ ხალხს სულში ჩააფურთხა.
გუშინ ერთ რადიოჩართვაში გავიხუმრე და პრეზიდენტობის ყველაზე ოდიოზური და არარეალური კანდიდატები დავასახელე, რომლებიც ბიძინა ივანიშვილის გემოვნებაში კი ზიან, მაგრამ იმდენი ჭკუა უნდა ეყოს, რომ ეს არ გააკეთოს მეთქი. დაჩი ბერაია, , ნინო წილოსანი, ის ქალი, ოთხი წელი პარლმენტის ფოიეში როიალს რომ ითხოვდა და არ დაუდგეს (გვარი დამავიწყდა მაშინ ჩართვაში). დაახლოებით ამ კატეგორიაში უნდა ვეძებოთ პრეზიდენტი მეთქი. დავცინოდი და რა თქმა უნდა, ამას ვერც წარმოვიდგენდი. რომელიმე თავისი მონა წერა-კითხვის მცოდნის დასმაც კი ვერ გაბედა. ჯარის მთავარსარდლად და საერთაშორისო ურთიერთობებში მთავარ ფიგურად ხეპრე დაგვინიშნა.
კარგიც არის რაღაც გაგებით. თუკი ვინმე რაიმე ილუზიებით იკვებებოდა შინ თუ გარეთ, ტვინის ნატამალი თუ აქვს, უნდა მიხვდეს, რა მოვლენასთან გვაქვს საქმე.

ასევე დაგაინტერესებთ

„სისხლის სამართლის კოდექსს“ ახალი მუხლი ემატება სახელწოდებით: „ექსტრემიზმი კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ“ – აღნიშნული ქმედება გამოიწვევს ჯარიმას, საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომას 600 საათამდე ან პატიმრობას 3 წლამდე ვადით

ვახტანგ ძაბირაძე: ის, რაც ქალბატონმა მაკა ბოჭორიშვილმა ილაპარაკა, ეს არა თუ ხელისუფლების წარმომადგენელმა, არამედ ნებისმიერმა ქართველმა სადმე შეიძლება თქვას. მხედველობაში მაქვს ის, რომ საქართველოს კარგი გეოგრაფია აქვს და ასე შემდეგ