“ივანიშვილმა სახელმწიფო საბურველის მოსხმა დაიწყო, იმიტომ, რომ მის წინააღმდეგ სანქცია გამოჩნდეს, როგორც სახელმწიფო აქტორის წინააღმდეგ სანქცია… ახლა უკვე ოპოზიციამ უნდა გავცეთ ამას პასუხი” | ნიკა გვარამია
“ივანიშვილმა სახელმწიფო საბურველის მოსხმა დაიწყო, იმიტომ, რომ მის წინააღმდეგ სანქცია გამოჩნდეს, როგორც სახელმწიფო აქტორის წინააღმდეგ სანქცია… ახლა უკვე ოპოზიციამ უნდა გავცეთ ამას პასუხი”, – ამის შესახებ “მთავარი არხის” დამფუძნებელი ნიკა გვარამია საუბრობს და ოლიგარქი ივანიშვილის პოლიტიკაში უკვე მესამედ დაბრუნებას ეხმაურება.
რა თქმა უნდა, ვიზიარებ იმას, რომ სანქციების პრობლემა და შიში პირადი არის და მან სახელმწიფო საბურველის მოსხმა დაიწყო იმიტომ რომ მის წინააღმდეგ სანქცია გამოჩნდეს, როგორც სახელმწიფო აქტორის წინააღმდეგ სანქცია. ეს ერთი. მაგრამ, ჩემი აზრით ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც ჩვენ დღეს გვითხრა თან იმ სახით, იმ ფორმით და იმ ტონალობით, რომლითაც გვითხრა, არის ის, რომ ქართული ოცნება სერიოზული კრიზისის წინ არის. მას ნამდვილად არ აქვს ისეთი მხარდაჭერა, როგორსაც რატომღაც ჩვენ თვითონ ვარწმუნებთ ხოლმე საკუთარ თავებს. მე არ მივეკუთვნები მაგ რიგს მაგრამ ეს გვჭირს საზოგადოებას და პლუს ამას, როგორც ჩანს, შიდა კრიზისია სერიოზული. ოპოზიციამ უნდა გასცეს ამას პასუხი. უნდა გავცეთ, უკვე, მეც შემიძლია ამას მივაკუთვნო თავი და არა სხვებს ვუკითხო მორალი. იმიტომ რომ ოპოზიციის მხარეს ასევე არის ბუნდოვანება, ოღონდ არასტრატეგიული, – თქვა ნიკა გვარამიამ.