ივანიშვილმა საქართველო ოფშორების ოფშორად აქცია – ზურაბიშვილი

შემაშფოთებელია, რომ ივანიშვილმა საქართველო ოფშორების ოფშორად აქცია, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მიუნჰენში, საერთაშორისო კონფერენციაზე ისაუბრა.
მისი თქმით, ოფშორების შესახებ კანონი, რომელიც “ქართული ოცნების” პარლამენტმა მიიღო, ქვეყნისთვის საფრთხის შემცველია, რადგან ის საშუალებას მისცემს არა მარტო ივანიშვილს, არამედ რუს ოლიგარქებსაც, საქართველოში საკუთარი აქტივები შემოიტანონ.
შემაშფოთებელია კანონი ოფშორებთან დაკავშირებით, რომელიც საქართველოს აქცევს ოფშორების ოფშორად. ეს ნიშნავს იმას, რომ ბატონი ივანიშვილი, ტოპოლიგარქი ივანიშვილი და ასევე სხვა სანქცირებული რუსი ოლიგარქები, მათ შეუძლიათ, შემოიტანონ თავისი აქტივები საქართველოში. ჩვენ ვეწინააღმდეგებით ამას, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ვიქტორ ორბანი – ევროკავშირი გაყინულ რუსულ აქტივებთან დაკავშირებით წერილობით კენჭისყრას გამართავს, რომელიც კავშირს გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებს – ევროკომისია სისტემატურად არღვევს კანონმდებლობას და ამას ომის გასაგრძელებლად აკეთებს

შალვა პაპუაშვილი – წამყვანი თანამდებობის პირები საათობით დროს ვატარებთ ჟურნალისტებთან და არ გავურბივართ კითხვებს, ეს არის ქართული დემოკრატიის სტანდარტი, რომელთანაც ახლოს ვერ მოდის ზოგიერთი ელჩის სტანდარტი – ფიშერის ფაილი ჩვენთვის დახურულია

შალვა პაპუაშვილი – ევროკავშირი იქცა სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის, კონფლიქტის და არა მშვიდობის ტერიტორიად – სად ვიქნებოდით წნეხისთვის რომ არ გაგვეძლო? იქ, სადაც უკრაინაა, როდესაც აღარც მშვიდობა შეუძლიათ და აღარც ომი