ივანიშვილმა პრემიერის პოსტზე კვლავ ირაკლი წარადგინა

„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭომ პრემიერ-მინისტრის პოსტზე — ირაკლი კობახიძის, პარლამენტის თავმჯდომარედ კი შალვა პაპუაშვილის წარდგენას დაუჭირა მხარი.
ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
„ჩვენი წესდების თანახმად, პარტიის საპატიო თავმჯდომარეს უფლებამოსილება აქვს, წარადგინოს პრემიერობის კანდიდატი და არ იქნება, ალბათ, განსაკუთრებული სიურპრიზი ის, რომ ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა პრემიერობის კანდიდატად წარმოადგინა ბატონი ირაკლი და ბუნებრივია, პოლიტსაბჭოს მხრიდან სრულად მხარდაჭერილი იქნა. ფრაქცია „ქართული ოცნება“ პარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე შალვა პაპუაშვილის კანდიდატურას წარადგენს“, — განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
მისივე თქმით, მომდევნო დღეებში, პარლამენტის პირველ სხდომის შემდეგ საპარლამენტო უმრავლესობა პრეზიდენტის არჩევნების თარიღსაც ჩანიშნავს.

ასევე დაგაინტერესებთ

“მოვითხოვოთ, რომ შერიგებისკენ წავიდეთ და თუ ვინმე არ წავა, ყველა ვნახავთ, ვის უნდა და ვის არა მშვიდობა… ჩვენს ოპოზიციას ვულოცავ, იმ ადამიანებს, ქუჩებში რომ დარბიან. თუმცა, ნამდვილად არ ვიცი, რატომ დარბიან”