ივანიშვილმა ობრაიენს უარი უთხრა შეხვედრაზე — კობახიძე

„ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა -ის სახელმწიფო მდივნის ასისტენტს ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, ჯეიმს ობრაიენს, რომელიც საქართველოს ოფიციალური ვიზიტით 14 მაისს ეწვევა, შეხვედრაზე უარი უთხრა. ინფორმაციას ამის შესახებ პრემიერმინისტრი ირაკლი ავრცელებს.
„იყო ბიძინა ივანიშვილთან თხოვნა, ობრაიანთან შეხვედრასთან დაკავშირებით, რაზეც ბიძინა ივანიშვილმა უარით უპასუხა. გარდა ამისა, გასული თვეების განმავლობაში იყო შემთხვევები, როდესაც სხვა უცხოელ დიპლომატებს და პოლიტიკოსებს ბიძინა ივანიშვილმა უარი უთხრა შეხვედრაზე. ყველა შემთხვევაში უარის მიზეზი იყო ერთი და იგივე: აცხადებდა, რომ ის ისედაც არის დე ფაქტო სანქციების ქვეშ, მას აქვს გაყინული 2 მილიარდი დოლარი, რომელიც, რეალურად, მან დასავლეთ მიანდო და ეს თანხა აღმოჩნდა გლობალური ომის პარტიის ხელში. აქედან გამომდინარე, ბიძინა ივანიშვილის პოზიციაა, შანტაჟის ქვეშ ის ვერავითარ შეხვედრას ვერ გამართავს, ეს არის მისი მკაფიო პოზიცია. როგორც კი შანტაჟი და დე ფაქტო სანქციები დასრულდება, ნებისმიერი შეხვედრა შეიძლება შედგეს,“ — თქვა მ.
მან არაერთხელ გაიმეორა „ოცნების“ პროპაგანდისტული ნარატივი, თითქოს ივანიშვილი დაასანქცირა გლობალური ომის პარტიამ ში შეჭრის შემდეგ და მიუხედავად ამისა, ის არ ემორჩილება მსგავს შანტაჟს.
კობახიძემ ასევე თქვა, რომ მიუხედავად ყველაფრისა, „ქართული ოცნება“ 14 მაისს მესამე მოსმენით მიიღებს მედიისა და არასამთავრობოების შემზღუდავ რუსულ კანონს.

ასევე დაგაინტერესებთ

მარკო მიხელსონი – რუსეთი აწარმოებს ომს უკრაინის გასანადგურებლად, აწყობს დივერსიებს, პოლიტიკურად კონტროლს აწესებს საქართველოზე – არ დადგა დრო, ეს ფაშისტური რეჟიმი ანგარიშვალდებული გავხადოთ?