“ივანიშვილმა ვახტანგ გორგასალს სულში ჩააფურთხა! ამიტომ დუღს ის ენერგია, რაც დუღს და ეს ენერგია ივანიშვილს და ყველა რუსს წალეკავს”– ჩერგოლეიშვილი

“ივანიშვილმა ვახტანგ გორგასალს სულში ჩააფურთხა! ამიტომ დუღს ის ენერგია, რაც დუღს და ეს ენერგია ივანიშვილს და ყველა რუსს წალეკავს”– ჩერგოლეიშვილი
“სახლსა ჩუენსა ნუ შეურაცხ-ჰყოფთ, და სიყუარულსა ბერძენთასა ნუ დაუტეობთ.” – ეს არის ვახტანგ გორგასლის ანდერძი!
ის თვითნაბადი ენერგია, რაც საქართველოს ქუჩებში ამოიფრქვა, იმაზე გაცილებით ძლიერია, ვიდრე ევროკავშირში შესვლის სურვილი. საქმე ისაა, რომ პროტესტის ყველაზე აქტიური ნაწილი საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ დაბადებულია. თავისუფლებაშია დაბადებული ეს ხალხი. როდესაც ქართველი თავისუფალია, ის თავისთავად უბრუნდება თავის გენეტიკურ კოდს, რომელსაც ხან სპარსელები, ხან არაბები, ხან მონღოლები, ხან ოსმალები ახლა, ბოლო 300 წელია რუსები ანადგურებენ, ოღონდ ვერ ანადგურებენ. ეს გენეტიკური კოდი სათავეს პირველი ქართველის დაბადებიდან იღებს და საქართველოს ევროპული ცივილიზაციის ნაწილად აქცევს. ესაა ვახტანგ გორგასლის ანდერძი! ბერძნები მაშინდელი ევროპაა. ქართველი ხალხის ბრაზი გენეტიკურია და ჩვენი სახლის, ჩვენი სამშობლოს შეურაცხყოფამ გამოიწვია! ივანიშვილმა ჩვენი სახლი შეურაცხყო და ევროპა მტრად გამოაცხადა! ივანიშვილმა ვახტანგ გორგასალს სულში ჩააფურთხა! ივანიშვილი ქართველების გენეტიკურ კოდს შეეხო. ამიტომ დუღს ის ენერგია, რაც დუღს და ეს ენერგია ივანიშვილს და ყველა რუსს წალეკავს. ამიტომ დაიჭირა ვახტანგ გორგასალმა ხელში საქართველოს ხუთჯვრიანი დროშა. ამიტომ ჩამოხსნეს ის ქართული წარმომავლობის რუსებმა! ანდერძი სრულად: “ხოლო ვახტანგ შეიტყო სიკუდილი თავისა თჳსისა, და მოუწოდა კათალიკოსსა, და ცოლსა თჳსსა, და ძეთა და ყოველთა წარჩინებულთა, და თქუა: მე ესე-რა წარვალ წინაშე ღმრთისა ჩემისა, და ვმადლობ სახელსა მისსა, რამეთუ არა დამაკლო გამორჩეულთა წმიდათა მისთა. აწ გამცნებ თქუენ, რათა მტკიცედ სარწმუნოებასა ზედა სდგეთ და ეძიებდეთ ქრისტესთჳს სიკუდილსა სახელსა მისსა ზედა, რათა წარუვალი დიდება მოიგოთ. თქუენ, მკჳდრნო ქართლისანო, მოიჴსენენით კეთილნი ჩემნი, რამეთუ პირველად სახლისა ჩემისა მიერ მიიღეთ ნათელი საუკუნო, და მე ჴორციელებრითა დიდებითა გადიდენ თქუენ ნათესავთა ჩემთა. და სახლსა ჩუენსა ნუ შეურაცხ-ჰყოფთ, და სიყუარულსა ბერძენთასა ნუ დაუტეობთ.
ჯუანშერ ჯუანშერიანი, ცხოვრება ვახტანგ გორგასლისა”