,,ფარის” დამფუძნებელი გიორგი თავდგირიძე სოციალურ ქსელში წერს:
,,მხოლოდ ივანიშვილი თუ მოახერხებდა ლაჩრობის კაპიტალიზაციას, პოლიტიკური გავლენის შიშზე დაფუძნებას, სილაჩრის იდეოლოგიურ იარაღად ქცევას.
გუშინდელი აქციის შემდეგ ქოცური კომენტარების 80 პროცენტი ემყარებოდა ნარატივს, როდესაც ირგვლივ ომია რატომ ხმაურობთ ყურადღებას რატომ იქცევთო. არაფერს ვამბობ როგორ შეძრწუნებულები არიან ქოცები რუსეთის დროშის დაწვით.
მსოფლიოს ყველა ქვეყნის პოლიტიკოსები, თავის გამოსვლებს იწყებენ იმის აღნიშვნით რომ მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებმა გაზარდეს მათი ეროვნული უსაფრთხოების რისკები, რომ საჭიროა ადეკვატური ზომების მიღება. თუ გადავხედავთ ინფორმაციებს ყველა ქვეყანა აძლიერებს თავდაცვის ინსტრუმენტებს, იცვლებიან თანამდებობის პირები, ახლდება თავდაცვის გეგმები, მიდის მოკავშირეების ძიება და ინტერესთა შეთანხმება, იზრდება შესაბამისი სამსახურების საბრძოლო მზადყოფნის დონეები და ა.შ. მხოლოდ საქართველოში არ ხდება არაფერი.
საქართველოში ბიძინა ივანიშვილის ომის პარტია საუბრობს მშვიდობაზე და არაფერს აკეთებს მშვიდობის გარანტიების მისაღებად ( მხოლოდ გაუნათლებელ ქოცს ჯერა ივანიშვილის ზღაპრების, მაგრამ მაინც ).
საქართველო არის დაუცველი და მოკავშირეების გარეშე.
რეგიონში რთული ვითარეებაა და ჩვენი დაუცველობა აცდუნებს ათასი რჯურის ავანტიურისტს.
ივანიშვილმა და კობახიძემ კარი გაუხსნა ომს საქართველოში, იმიტომ რომ სამხედრო უსუსურობას აუცილებლად მოყვება ომი, ეს არის კაცობრიობის გამოცდილება, ტერიტორიას რომელსაც არ იცავენ აუცილებლად აკითხავს უბედურება.
სამწუხაროა ქართველი გენერალიტეტის ეს უპასუხისმგებლო დუმილი.
ქვეყანას პატრონი ჭირდება და ჩვენს გარდა მას ვერავინ უპატრონებს და დაიცავს.
ერთად დავასრულოთ რეჟიმი და მივხედოთ ქვეყანას. მერე გვიან იქნება. ცალკეული თავდაცვის ჯგუფები ვერც მოხუცებს დაიცავენ, ვერ ქალებს და ვერც ბავშვებს. ოცნება რასაც აკეთებს ეს მოცემულობაა, მაგრამ დანაშაულია რასაც ჩვენ არ ვაკეთებთ.
გელოდებით ერთობაში. ერთად ყველაფერი გამოგვივა.”
