“ივანიშვილმა გადაწყვიტა, ციხეში ჩასვას პოლიტიკა” – დათუნაშვილი ოპოზიციონერების სისხლისსამართლებრივ დევნაზე

პარტია “ძლიერი საქართველო – ლელოს” წარმომადგენლის, თაზო დათუნაშვილის განცხადებით, ოპოზიციონერი პოლიტიკოსების წინააღმდეგ პროკურატურის მიერ დაწყებული სისხლისსამართლებრივი დევნა “ივანიშვილის კიდევ ერთი მცდელობაა საქართველოში დიქტატურის საბოლოოდ გაფორმების”, რაც, მისი სიტყვებით, ემსახურება “ველიდან პოლიტიკოსების გაქრობას” და “პოლიტიკური პროცესის მოკვლას”. თაზო დათუნაშვილის სიტყვებით, ბიძინა ივანიშვილმა “გადაწყვიტა, ციხეში ჩასვას პოლიტიკა!”
“ჩვენ ვხედავთ პროკურატურის აბსურდს – ზღაპრებს, ყველა სიტყვა ბრალდების არის უსაფუძვლო, სიცრუე და თითიდან გამოწოვილი – ეს არის მიზანმიმართული პოლიტიკური დევნა ჩვენი პარტიის ლიდერების წინააღმდეგ. ეს არის დანაშაული, რომელსაც რეპრესიული რეჟიმი პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ ახორციელებს! ივანიშვილის ამოცანაა, კიდევ ერთხელ ციხეში ჩასვას და ბადრი ჯაფარიძე და ამით გაანეიტრალოს ჩვენი ბრძოლა”, – აცხადებს თაზო დათუნაშვილი.
მისი სიტყვებით, “ძლიერი საქართველო – ლელო” იბრძოდა და გააგრძელებს ბრძოლას ყველა კონსტიტუციური, სამართლებრივი და პოლიტიკური გზით!”
პროკურატურამ სისხლის სამართლის საქმე აღძრა ოპოზიციონერი პოლიტიკოსების წინააღმდეგ. მათ ნაწილს საბოტაჟს, ნაწილს ქვეყნისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას, ნაწილს კი ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდებას ედავებიან.
პროკურატურა “ძლიერი საქართველო – ლელოს” ლიდერების, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის მიმართ გირაოს გამოყენებს ითხოვს. ყველა სხვა ოპოზიციონერი, რომელთა მიმართაც საქმე აღძრეს, საპატიმროშია, შესაბამისად, მათ წინააღმდეგ აღკვეთის ღონისძიების გამოყენებას არ აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა.
მათ, კერძოდ, ედავებიან იმას, რომ 2024 წლის ს შემდეგ „თითქოსდა ს გაყალბების საბაბით“ „დაიწყეს აქტიური მოქმედება ქუჩაში პროცესის რადიკალიზაციისთვის“.
იმ სამი პარტიის გასაუქმებლად, რომელთა ლიდერების წინააღმდეგაც პროკურატურამ ახალი საქმე აღძრა, „ქართულმა ოცნებამ“ საკონსტიტუციო სასამართლოს 31 ოქტომბერს მიმართა. პარტია მოითხოვს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ოპოზიციურ პარტიებს შორის სამი საუკეთესო შედეგის მქონე პარტიის გაუქმებას („ნაციონალური მოძრაობა“, „კოალიცია ცვლილებისთვის“, „ლელო – ძლიერი საქართველო“).