“ივანიშვილმა ბრჭყალები გამოაჩინა” – ელისაშვილი სამთავრობო ცვლილებებზე

“რეალურად, ხალხისთვის და ქვეყნისთვის არაფერი შეიცვლება. პრემიერ-მინისტრი ისევ გვეყოლება ირაკლი, ოღონდ უფრო მაღალი და უფრო სხვა ვარცხნილობით”, – ასე გამოეხმაურა პარტია “მოქალაქეების” ლიდერი სამთავრობო ცვლილებების შესახებ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას.
კერძოდ, ტელეკომპანია “იმედის” ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრის თანამდებობას დატოვებს და ამ პოსტს დაიკავებს.
როგორც ამბობს, ამ ცვლილებებით, “ქართული ოცნების” დამფუძნებელმა და ახლა საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა თავის “ბრჭყალები გამოაჩინა”.
“მე ასეთი განცდა მაქვს – იმის გამო, რომ მეტ-ნაკლებად მაინც გარიდებული იყო პოლიტიკურ და პარტიულ საქმიანობას , “ქართული ოცნების” ლიდერებმა გადაწყვიტეს, რომ ისინი არიან ქვეყნის ბატონები და პატრონები, ჩათვალეს, რომ კორუფციაზე ხსნილი იყო და აქ გამოჩნდა , რომელსაც უნდა აჩვენოს, რომ, მართალია, მას ასაკი ემატება, მაგრამ ბრჭყალები არ გასცვეთია. ახლა ეს ამბები ბრჭყალების გამოჩენაა, სხვა არაფერი”, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.