,,ივანიშვილმა არაერთხელ დაამტკიცა, რომ მის უმთავრეს ღირებულებას წარმოადგენს ჩვენი სამშობლო“ – ირაკლი ჩიქოვანი

“გვახსოვს განცხადებები, რომ თუ ივანიშვილი დაბრუნდებოდა, მეორე ფრონტი გაიხსნებოდა, ამიტომ ჩიქოვანისგან მაინტერესებს, არის თუ არა ამის საშიშროება?” – დეპუტატ ხატია დეკანოიძის კითხვას თავდაცვის მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი ჩიქოვანმა ასე უპასუხა:
,,მნიშვნელოვანია, რომ შემობრუნდა პოლიტიკაში იმიტომ, რომ მართლაც 2012 წელს რომ არა ის, ნამდვილად ვერ მოხდებოდა ჩვენს ქვეყანაში ცვლილება და არ ვიცი, ჩვენი სახელმწიფო დღეს რა პირობებში და ვითარებაში იქნებოდა. წლების განმავლობაში, ამ ადამიანს აქვს განსაკუთრებული დამსახურება ქართული საზოგადოების და სახელმწიფოს წინაშე, რამაც საშუალება მოგვცა, რომ გვქონოდა განვითარების მშვიდობიანი და განგრძობადი ფაზა და მოგვცა საშუალება, რომ დიდ შედეგებზე ვისაუბროთ და ვისაუბროთ იმაზე, რომ ჩვენი ქვეყანა აწი კანდიდატი სახელმწიფო გახდეს ევროკავშირის წევრი და გახდეს ნატოს წევრი და ვთვლი, რომ მის პოლიტიკაში ყოფნას უკავშირდება ეს ყველაფერი.
არის თუ არა ეს დაკავშირებული საფრთხეებთან – ბიძინა ივანიშვილმა არაერთხელ დაამტკიცა, რომ მიუხედავად იმისა, თუ რა საფრთხე ემუქრება მას, რა საფრთხე ემუქრება მის გამგებლობაში არსებულ აქტივებს, მის უმთავრეს ღირებულებას წარმოადგენს ჩვენი სამშობლო და ჩვენი სახელმწიფო ინტერესები”

ასევე დაგაინტერესებთ

პეტრე ცისკარიშვილი – ხმა უნდა მივცეთ იმ ერთიანობას, რომელსაც აქვს ხედვა, გეგმა და საქართველოს წაიყვანს ევროპისკენ, კეთილდღეობისკენ, ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ – უარი უნდა ვუთხრათ სიღარიბეს და იზოლაციას

ზურაბ ჯაფარიძე – მივმართავ ახალგაზრდებს, გავიაზროთ სად ვიმყოფებით, წლების განმავლობაში ბევრი რამ შევძელით, დავიწყეთ საუბარი ევროკავშირთან, ნატო-სთან, თავისუფალი ვაჭრობა გვაქვს, ვიზალიბერალიზაცია, თუმცა ეს ყველაფერი “ ქართული ოცნების” პირობებში საფრთხის ქვეშ დგება