ივანიშვილი: ჩემი მთავარი მიზანი ჭარბად მოძლიერებული გუნდის ადამიანური ცდუნებებისგან დაცვაა

· 110
·
·
ახლა რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, ქართული ოცნება 90-100 მანდატს საარჩევნო კამპანიის გარეშეც მიიღებდა. შესაბამისად, ჩემი მთავარი მიზანი არა საარჩევნოდ პარტიის კიდევ უფრო გაძლიერება, არამედ ჭარბად მოძლიერებული გუნდის ადამიანური ცდუნებებისგან დაცვაა. მმართველი პარტია საჭიროებს ახალ სიმძიმის ცენტრს და მიმაჩნია, რომ ჩემ მიერ ამ ახალი სიმძიმის ცენტრის მისიის შესრულება დღეს დროული და აუცილებელია. ამისთვის 2-3 კაცთან კონსულტაციები ვეღარ იქნება საკმარისი და მიმაჩნია, რომ ქვეყნის წინაშე მდგარი ამოცანების შესრულება ჩემსა და გუნდს შორის ბევრად უფრო ფართო კონსულტაციებსა და კოორდინაციას საჭიროებს.
განაცხადა პოლიტიკაში კიდევ ერთხელ “დაბრუნებულმა” ბიძინა ივანიშვილმა ქართული ოცნების ყრილობაზე სიტყვით გამოსვლის დროს. ის პარტიაში ამჯერად “საპატიო თავმჯდომარის” თანამდებობას იკავებს.