რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენელი კონგრესმენი ჯო უილსონი საქართველოს მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებში ჩინური კომპანიების მონაწილეობას აკრიტიკებს და აცხადებს, რომ ვიდრე “ქართული ოცნება” აშშ-ს ბლოკავს, კონტროლს ჩინეთს აძლევს.
კონგრესმენი ამ კონტექსტში შუა დერეფანს ახსენებს.
“ქართული კოშმარის არალეგიტიმური რეჟიმი ამერიკის შეერთებულ შტატებს მოთხოვნებს უყენებს, მაშინაც კი, როცა მულტიმილიონდოლარიანი კონტრაქტებით თავიანთ ინფრასტრუქტურაზე კონტროლს ჩინეთის კომუნისტურ პარტიას აძლევენ. არ შეგეშალოთ, “ქართული ოცნების” რეჟიმი და მისი მარიონეტი მმართველი, ბიძინა ივანიშვილი, შუა დერეფნის კრიტიკულ მინერალებზე წვდომას ჩინეთს აძლევს და აშშ-ს ბლოკავს. პრეზიდენტი ტრამპი არ იქნება მოტყუებული და შეურაცხყოფილი!” – წერს ჯო უილსონი.
