ქართული ოცნების საპატიო თავმჯდომარემ, ოლიგარქმა ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტების კითხვას თუ რა დაუწუნა ირაკლი ღარიბაშვილს და რატომ დაატოვებინა პრემიერობის პოსტი, უპასუხა: “რა უნდა დავუწუნო, ნახეთ, როგორი კაცია”.
ივანიშვილმა ასევე თქვა, რომ პრემიერობის პოსტიდან გადადგომა ღარიბაშვილმა “თვითონ მოისურვა, მე არ მომისურვებია”.
დღეს, 1-ელ თებერვალს ქართული ოცნების მე-8 ყრილობაზე ირაკლი ღარიბაშვილი პარტიის თავმჯდომარედ აირჩიეს.