„ივანიშვილი ქვეყანაში აპირებს დიქტატურის დამყარებას“ – ბოკუჩავა ოპოზიციონერების მიმართ ახალ ბრალზე

პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა აცხადებს, რომ ქვეყანაში აზრის გამოხატვა და მოქალაქეების ინტერესების დაცვა კრიმინალად ითვლება. ასე გამოეხმაურა ოპოზიციური პარტიის ლიდერი პროკურატურის მიერ რვა ოპოზიციონერის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრას.
„ეს არის იმის დასტური, რომ ივანიშვილი ქვეყანაში აპირებს დიქტატურის დამყარებას, სადაც აკრძალული იქნება არა მხოლოდ პოლიტიკური პარტიები, არამედ აკრძალული იქნება ნებისმიერი თავისუფალი აზრის გამოხატვა…
მეორე, რაც ნამდვილად აჩვენა დღევანდელმა ბრიფინგმა, არის ის, რომ ივანიშვილის რეჟიმს ერთადერთი რამის ეშინია – ეს არის ჩვენი ერთიანობა“, – თქვა თინა ბოკუჩავამ.
დღეს, 6 ნოემბერს, გენერალურმა პროკურორმა გიორგი გვარაკიძემ ბრიფინგზე თქვა, რომ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა რვა ოპოზიციონერი (, ზურა ჯაფარიძე, , ელენე ხოშტარია, , , ბადრი ჯაფარიძე და ) პოლიტიკოსის წინააღმდეგ. მათ ნაწილს ედავებიან საბოტაჟს, ნაწილს ქვეყნისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას, ნაწილს კი ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდებას.
ვის რა მუხლით ჩადენილ დანაშაულს ედავებიან?
· ს წინააღმდეგ საქმე აღძრულია სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ მოწოდების (317-ე – 3 წლამდე პატიმრობა) მუხლით;
· ზურა ჯაფარიძისა და გიორგი ვაშაძის წინააღმდეგ – საბოტაჟისა (318-ე მუხლის პირველი ნაწილით – 2-დან 4 წლამდე პატიმრობა) და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარების (319-ე – 7-დან 15 წლამდე პატიმრობა) მუხლებით;
· ელენე ხოშტარიას წინააღმდეგ – საბოტაჟის (318-ე მუხლის პირველი ნაწილით – 2-დან 4 წლამდე პატიმრობა), უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარებისა (319-ე – 7-დან 15 წლამდე პატიმრობა) და კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობის დაფინანსების ან მხარდაჭერის (321-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით – 6-დან 10 წლამდე პატიმრობა) მუხლებით;
· ს, ს, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ – საბოტაჟის (318-ე მუხლის პირველი ნაწილით – 2-დან 4 წლამდე პატიმრობა) მუხლით.
ფორუმი