ევროპელი პარტნიორებისთვის მოცემულობა არ იცვლება. დეოლიგარქიზცია საქართველოში ნიშნავს დებიძინიზაციას. ამ აქსიომას “მთავარ არხთან” ეთარში კვლავ იმეორებს ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიანე, რომელიც ქვეყნის არაფორმალური მმართველის პოლიტიკურ ველზე დარუნების მიზნებზე საუბრობს. ევროპელი დეპუტატი ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილი პარტიის საპატიო თავმჯდომარის სტატუსით შეეცდება სანქციებისგან დაიცვას საკუთარი თავი და შეინარჩუნოს ძალაუფლება, გავლენა და ქონება.
