“ივანიშვილი, რომელიც გენერალ ლებედის საარჩევნო კამპანიას აფინანსებდა, ვერასოდეს გაიგებს ამ განცდას” – ხაზარაძე

3 ათეულ წელზე მეტია დამოუკიდებლობიდან თავისუფლებამდე რთულ გზას გავდივართ. ცხადია, ამ დროში შეგვეძლო მეტისთვის მიგვეღწია, მაგრამ ბევრი სუბიექტური თუ ობიექტური მიზეზი გვიშლიდა ხელს. მიუხედავად ყველაფრისა, 9 აპრილის იდეალები და სულისკვეთება საქართველოში ცოცხალია და ხელებს დაიწვავს ყველა, ვინც ამ იდეალებს ბოროტად გაეთამაშება. , რომელიც რუსეთში 9 აპრილის ერთ-ერთი შემოქმედის, გენერალ ლებედის საარჩევნო კამპანიას აფინანსებდა, ვერასოდეს გაიგებს რა იყო ის განცდა, რაც 9 აპრილის ღამეს ჩვენი თაობის ადამიანებს თავგანწირვისთვის განაწყობდა. ივანიშვილმა ვერ გაიგო რატომ გამოვიდა ქუჩაში საპროტესტოდ ჩვენი შვილების თაობა ,,გავრილოვის ღამეს”, თუ გასული წლის მარტში რუსული კანონის წინააღმდეგ და დღესაც, მატყუარა ხელისუფლებამ 9 აპრილის წინა დღეს, განმეორებით შემოიტანა კანონი, რომელიც აცდენილია საქართველოს ეროვნულ ინტრესს და მხოლოდ რუსულ ინტერესს ემსახურება. რამდენჯერ უნდა დაგანახოთ ქართველმა ხალხმა, რომ მას თავისუფალი სამყაროს წევრობა სურს და რუსულ ჭაობში აღარასოდეს დაბრუნდება? რამდენი 9 აპრილი, 20 ივნისი, 7-9 მარტი უნდა მოხდეს ჩვენს ცხოვრებაში, რომ ყველამ შეიგნოს, საქართველოს არჩევანი ურყევია და გადახედვას არ ექვემდებარება?
დღეს, 9 აპრილს გეუბნებით ამას: საქართველოს რუსეთში არ გაგატანთ!

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – „სამართლიანი არჩევნების“ ყოფილმა ხელმძღვანელმა ელენე ნიჟარაძემ ყალბი პარალელური დათვლის შედეგების გავრცელებით კინაღამ ააყირავა მდგომარეობა საქართველოში, ახლა მოკალათებულია ევროპულ ორგანიზაციაში და კარიდან გაშვებული, ფანჯრიდან გვიძვრება უკან