“ივანიშვილი პანიკაშია, ჩემი ფასი კარგად იცის” – თინა ხიდაშელი

თავდაცვის ყოფილი მინისტრის პასუხი “ქართულ ოცნებას” – დარწმუნებულია, რომ მის წინააღმდეგ კამპანია მმართველი პარტიის დეპუტატებს პირადად ბიძინა ივანიშვილმა შეუკვეთა.
ბიძინა ივანიშვილმა ძალიან კარგად იცის ჩემი ფასი ამ ქალაქში. ეტყობა ვიღაცამ უთხრა და იქ იყო ტექსტი, რომ მაგას მიხედეთ ერთი, მასზე რამე ილაპარაკეთ. ჩვენ ბოლოს გავიარეთ საარჩევნო რეგისტრაცია. როგორც ჩანს, არ ელოდებოდნენ. ახლა როდესაც ვნახეთ, რომ რეგისტრირებული ვართ და ბატონს მოახსენეს, ის აუცილებლად პანიკაში ჩავარდებოდა. მან იცის, მე როგორ ვმუშაობ. ჩემი ფასი კარგად იცის. ამიტომ, დავალება მიიღეს, რომ ახლა სასწრაფოდ ცეცხლი უნდა გახსნან. კიდევ ერთხელ ვამბობ, მინიმუმ, საკუთარი ამომრჩევლის თვალში ეს მდგომარეობა რომ შეიქმნას. მაგრამ, ამას არასდროს, არცერთი ს დროს არ უმუშავია. ეს ჩემგან უფასო რჩევა მიიღონ, რომ ამომრჩეველი საკუთარი თვალით ხედავს, საარჩევნო უბანზე რა ხდება, არჩევნების წინ რა ხდება და ის თავად აკეთებს დასკვნებს”, – ამბობს თინა ხიდაშელი.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – არჩევანი ძალიან მარტივია – ეს არის გადამწყვეტი რეფერენდუმი, ერთ მხარეს დგას ომი, მეორე მხარეს – მშვიდობა, სახეების დონეზეც აბსოლუტურად არაქართული, არაევროპული კონტიგენტია შეკრებილი რადიკალურ ოპოზიციაში