ივანიშვილი „ოცნების“ საპარლამენტო სიაში პირველად იქნება

ყოფილი პრემიერ-მინისტრი და „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი პირველად იქნება პარტიის საპარლამენტო სიაში.
აქამდე „ოცნებამ“ სამ საპარლამენტო არჩევნებში მიიღო მონაწილეობა, მაგრამ არც ერთ ერთხელ პარტიის დამფუძნებელი საპარლამენტო სიაში წარმოდგენილი არ იყო.
ივანიშვილმა „ოცნება“ 2011 წელს დააფუძნა და დღემდე, ორჯერ წავიდა პოლიტიკიდან.
პირველად პოლიტიკის დატოვების შესახებ მან 2013 წელს განაცხადა, როცა პრემიერის პოსტი დატოვა, თუმცა 2018-ში პარტიის თავმჯდომარის პოსტზე დაბრუნდა.
2021 წელს მან მორიგ ჯერზე განაცხადა პოლიტიკიდან წასვლაზე, მაგრამ 2023 წლის ბოლოს კვლავ დაბრუნდა და „ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე გახდა.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ტიგინაშვილი: კათოლიკოს-პატრიარქმა შიომ იქადაგა და სოხუმის დაცემის დღეც გაიხსენა… არცერთი სიტყვით არ უხსენებია არსად რუსეთი, თითქოს ის ეთნოწმენდა და გენოციდი კრემლის მხრიდან არ ყოფილიყოს ორგანიზებული, თითქოს რუსეთს არ ეღიარებინოს ეს მიწები “სუვერენულ სახელმწიფოებად”