დეპუტატი, სალომე სამადაშვილი:
ადამ და ევას ცოდვისა და ნეკნის ამბიდან დაწყებული და დღემდე, ქალის ბოროტი საწყისის, მისი მეორე ხარისხოვანი როლის შექმნაზე დაიხარჯა კაცობრიობის ინტელექტუაური რესურსი….მრავალი საუკუნის მანძილზე…
ქალის, როგორც მეორე კლასის მოქალაქის აღქმაზეა დაშენებული პოლიტიკური, ეკონომიკური, კულტურული და სოციალური ინსტიტუციებიც-ასევე მრავალი საუკუნის მანძილზე და ფაქტიურად ყველგან მსოფლიოში.
მე-19 საუკუნიდან დაიწყეს ქალებმა ბრძოლა ქალთა, როგორც ადამიანთა უფლებებისთვის და ამ ინსტიტუციების რეფორმისთვის…დაარწმუნეს კაცობრიობის დიდი ნაწილი, რომ მათ განათლების, საკუთრების და არჩევნებში მონაწილეობის უფლება უნდა გააჩნდეთ, თუმცა ხან ფსიქიატრიულში უშვებდნენ ამისთვის და ხან ციხეში…
ერთი საუკუნის თავზე, მოკრძალებული პროგრესი გვაქვს, ყოველ შემთხვევაში ქალიც რომ ადამიანია, ბევრ ქვეყანაში კითხვის ნიშნის ქვეშ აღარ დგება…
და ჰოი საოცრებავ, ეს ბრძოლა ივანიშვილმა დააგვირგვინა სრული წარმატებით- ქოცებმა საარჩევნო კვოტების სამ წლიანი დროებითი ზომით აღმოფხვრეს გენდერული უთანასწორობა!:)
ივანიშვილი ნობელის პრემიაზეა წარსადგენი, გაუზიარებს თუ არა პრიზს წილოსანს ან ვინმე სხვა მსოფლიოს შემცვლელ ქოც ფემინისტს, მისი გადასაწყვეტია.:)