ივანიშვილი კვლავ „ნაციონალური მოძრაობის“ არაკონსტიტუციურად გამოცხადების დაპირებას იძლევა – გამოსვლა ახალციხეში

ამომრჩეველს მიმართა მმართველი პარტიის საპატიო თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა, რომელმაც კვლავ მთავარ სამიზნედ ოპოზიციური პოლიტიკური პარტია „ნაციონალური მოძრაობა“ გამოაცხადა. ივანიშვილი საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, ამ პოლიტიკური პარტიის არაკონსტიტუციურად გამოცხადების საკითხის დაყენების პირობას იძლევა.
„თქვენ წინაშე მდგომი პირობას გაძლევთ, რომ თქვენი მხარდაჭერის შემდეგ „ქართული ოცნება“, მშვიდობის, კეთილდღეობის და საქართველოს ღირსეული ევროპული მომავლის ერთადერთი გარანტი, ერთხელ და სამუდამოდ, არა მხოლოდ პოლიტიკურად დაასრულებს „რადიკალურ ოპოზიციას“, როგორც ქვეყნის სუვერენიტეტისა და უსაფრთხოების ერთ-ერთ მთავარ საფრთხეს, არამედ დღის წესრიგში დადგება „ნაციონალური მოძრაობის“ არაკონსტიტუციურად გამოცხადების საკითხი, – თქვა ივანიშვილმა და კიდევ ერთი დაპირება გასცა, რომელიც უკავშირდება რუსული პროპაგანდისთვის კარგად ნაცნობი „ფსევდოლიბერალური ღირებულებების“ თავსმოხვევის დასრულებას, – ამას გარდა, გპირდებით, რომ არჩევნებში დამაჯერებელი გამარჯვების პირობებში საქართველოში სამუდამოდ დასრულდება უცხო ქვეყნებიდან ჩვენი ხალხისთვის ფსევდოლიბერალური ღირებულებების თავს მოხვევის ძალადობრივი მცდელობები. არავის მივცემთ უფლებას შეურაცხყოს ჩვენი რწმენა, კულტურა, ისტორია და ღირებულებები. რაზეც ვიზრდებოდით ჩვენ, იზრდებიან და მომავალშიც გაიზრდებიან ჩვენი შვილები“.
ს სიტყვით გამოსვლის ერთ-ერთი თემა ისევ მართლმადიდებლობას უკავშირდებოდა, რაც მისი საარჩევნო დაპირების ნაწილია. ამასთან, მან მიანიშნა, რომ „ქართული ოცნების“ საკონსტიტუციო უმრავლესობა ქვეყნის გაერთიანებისთვის არის საჭირო.
„საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვების შემთხვევაში მე და ჩემს გუნდს გვექნება მზაობა, რომ საჭირო დროს და საჭირო მომენტში ქვეყანა ისეთ კონსტიტუციურ მოწყობაზე გადავიყვანოთ, რომელიც საშუალებას მოგვცემს ავიხდინოთ ჩვენი მრავალწლიანი ოცნება – საქართველო კვლავ ვიხილოთ ერთიანი და ძლიერი.
გარდა ამისა, გამარჯვებისთანავე გადავდგამთ კონკრეტულ ნაბიჯებს მართლმადიდებელი ეკლესიის დამოუკიდებლობის, მისი გაძლიერებისა და დაცვის მიზნით. ჩვენ ავსახავთ კონსტიტუციაში მართლმადიდებელი ეკლესიის როლს, სწორედ, იმ ფორმით, როგორსაც ის იმსახურებს. მართლმადიდებლური ქრისტიანობა კონსტიტუციაში განმტკიცდება, როგორც საქართველოს თვითმყოფადობის კონსტიტუციური საყრდენი. თუმცა არავის უნდა დაავიწყდეს, რომ საუკუნეებია ჩვენ ვცხოვრობთ მრავალეთნიკურ ქვეყანაში, საქართველოში, სადაც ქართველებთან ერთად ასწლეულებია იღწვიან, შრომობენ სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფების წარმომადგენლები, ადამიანები, რომლებიც იყვნენ, არიან და მომავალშიც იქნებიან ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი დასაყრდენი. ამიტომაც საქართველოს კონსტიტუციაში მართლმადიდებელი ეკლესიის როლის გამოკვეთით, არცერთი რელიგიური კონფესიის მნიშვნელობა არ დაკნინდება“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
ივანიშვილმა ახალციხეშიც მხარდამჭერებს მინის ბარიერიდან მიმართა.
4 სექტემბერს პრემიერ-მინისტრმა მ „ქართული ოცნების“ ცენტრალური ოფისში პარტიის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის რანგში გამართულ ბრიფინგზე ილაპარაკა ბიძინა ივანიშვილის უსაფრთხოების დასაცავად მიღებული ზომების შესახებ. მან განმარტა, ივანიშვილი პარტიულ ღონისძიებებზე, მხარდამჭერებს რატომ მიმართავს მინის ბარიერიდან.
„ჩვენი პოლიტიკური გუნდი იღებს განსაკუთრებულ ზომებს პარტიის საპატიო თავმჯდომარის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, რომელიც საქართველოში მშვიდობის უმთავრესი გარანტია. სწორედ ამიტომ, ბატონი ბიძინა ივანიშვილი არ გადაადგილდება ვერტმფრენით, საარჩევნო შეკრებებზე უზრუნველყოფილია მისი უსაფრთხოების დაცვა შუშის ბარიერით, რაც რადიკალური ოპოზიციის განსაკუთრებული გულისწუხილის მიზეზია და ა.შ.“ – თქვა ირაკლი მ.