ივანიშვილი ისეთ პასუხს მიიღებს, როგორიც ვერ წარმოუდგენია – ჯო უილსონი

“ჰელსინკის კომისიის“ თავმჯდომარე, რესპუბლიკელი ჯო უილსონი, -ის კონგრესში MEGOBARI აქტის ინიციატორი, პლატფორმა X-ზე პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ -ის არჩეული პრეზიდენტის, ს დამოკიდებულება ამერიკის თვითგამოცხადებულ მტრებზე ძალიან ნათელია.
„პრეზიდენტმა ტრამპმა ძალიან ნათლად გამოხატა თავისი პოზიცია აშშ-ის თვითგამოცხადებული მტრების მიმართ. თუკი 29 დეკემბერს ქართული დემოკრატიის განადგურების გეგმას ბოლომდე მიიყვანს, ის ისეთ პასუხს მიიღეს, როგორიც ვერც კი წარმოუდგენია“.
29 დეკემბერს პარლამენტის შენობაში „ქართული ოცნების“ მიერ არჩეული პრეზიდენტის, ს ინაუგურაციაა დაგეგმილი. ინაუგურაციაზე არ არიან მიწვეული საქართველოში აკრედიტებული დიპლომატები.
2024 წლის 14 დეკემბერს, საქართველოს ისტორიაში პირველ არაპირდაპირ საპრეზიდენტო არჩევნებში, – რომლის ლეგიტიმურობას მოქმედი პრეზიდენტი და სამართლის ექსპერტების დიდი ნაწილი არ ცნობენ, – „ქართული ოცნების“ საარჩევნო კოლეგიამ კენჭი ერთადერთ კანდიდატს, მიხეილ ყაველაშვილს, უყარა.
„აქ ვარ და აქ ვრჩები“, – თქვა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა წინა საღამოს და მეექვსე პრეზიდენტად ყაველაშვილის არჩევას „პროვოკაცია“ და „პაროდია“ უწოდა.
22 დეკემბერს კი სალომე ზურაბიშვილმა, რუსთაველის გამზირზე მრავალათასიან შეკრებას მიმართა და პრეზიდენტის სასახლეში მიიწვია , „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე და თქვა, რომ მათ 29 დეკემბრამდე უნდა შეათანხმონ ახალი ს თარიღი.

ასევე დაგაინტერესებთ