ივანიშვილი ისანში მინი ქალაქს აშენებს – “გაქრა სარეკრეაციო ზონა”

ტვ პირველის ინფორმაციით, , სამშენებლო ბიზნესის კუთხით, მასშტაბურ პროექტებს იწყებს. 16 კორპუსი თითო 30 საართულიანი – მინი ქალაქის მშენებლობა ისანში იწყება. მშენებლობას “ფონდი ქართუ” და ივანიშვილის კომპანია “ელიტ ბურჯი” განახორციელებენ.
საკრებულომ ნებართვა უკვე გასცა, ქალაქის ხელმძღვანელობას, სულ რაღაც 3 დღე დასჭირდა რომ ოლიგარქის განაცხადი განეხილა და საკრებულოსთვის გადაეგზავნა. გაბრიელ სალოსის ქუჩა უახლოეს მომავალში დიდ სამშენებლო პოლიგონად იქცევა, რის შედეგადაც, კიდევ რამდენიმე ათეული მილიონით გამდიდრდება.
8 შენობა იყო ამ ტერიტორიაზე და მართლა დიდი კონცენტრირებული პარკი იყო, ასე თუ ისე ჯდებოდა არსებულ განაშენიანებაში მეტნაკლებად. ახლა იქნება 8-ის ნაცვლად 16 კორპუსი და მაქსიმალური სიმაღლე არის 30 სართული. გაქრა სარეკრეაციო ზონა, მხოლოდ 1 სპორტული მოედანი იქნება. დედაქალაქის საკრეულო როგორც ორშაბათს ურბანულ კომისიაზე, ასევე დედაქალაქის საკრებულოს სხდომაზე მორჩულად, მონურად დაუჭერს მხარს დედაქალაქის საჭირბოროტო საკითხების მოგვარებას კი არა, ბიძინა ივანიშვილის, რუსი ოლიგარქის მილიონების შოვნას.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – „ლელოს“ ჩვენთან და ჩვენ მათთან სალაპარაკო არა გვაქვს, ელაპარაკონ საკონსტიტუციო სასამართლოს და მათი ზოგიერთი წევრი – სისხლის სამართლის სასამართლოს, სადაც მათთან დაკავშირებული საქმეებია

ზურაბ ჯაფარიძე – ათამდე ადამიანთან მომიწია მტკიცება, რომ „ლელოს“ განცხადება არ იყო ბიძინასთან შეთანხმებული თამაში, ვისაც ვერ ვარწმუნებდი, ყველას ვთხოვე დალოდებოდნენ დღევანდელ დილას და „ოცნების“ პასუხს – აგერ, პასუხიც

დავით დარჩიაშვილი – კობახიძე-ივანიშვილის ტანდემმა უნდა გააცნობიეროს, რომ სათქმელია შემდეგი: „ვითარება არის მძიმე!“ – ამის აღიარებით ყველა დაინახავს, რომ ხელისუფლება გამოსავალს ეძებს