„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი შალვა ნათელაშვილი სოციალურ ქსელში წერს:
„ივანიშვილი თავის გადარჩენას ცდილობს სააკაშვილის ექს–პრემიერის, ჩვენი ენერგეტიკის რუსეთზე მჩუქნებლის, დენის სასტიკად დამძვირებლის,ბიუჯეტით მილიარდერად და ბანკირად გარდაქმნილ და დღეს უკვე ოლიგარქის ბიზნეს–მენეჯერ ნიკა გილაურით. აღნიშნული საბანკო—კარტელური შეთქმულების რეალიზაციას ხალხის წინააღმდეგ გეგმავენ ვითომ ოპოზიცონერ ნიკუტა გვარამიას, პარტიის მხარდაჭერით. რისთვისაც ამ უკანასკნელს ივანიშვილმა ათეულობით მილიონი უკვე გაუგზავნა.დანაშაულებრივ სქემაში ჩართული არიან ქრონიკულად ფულის მაძიებელი პრეზიდენტი ზურაბიშვილი,მილიარდერ—ბაკირ—ოლიგარქი ხაზარაძე და გახარია–თვალთხარიად წოდებული. დანარჩენს მოგახსენებთ პირდაპირ ჩართვებში.“
