ივანიშვილი: დასანქცირებული ვარ, მაგრამ ძალიან კარგად ვარ, ყველაფერი საკმარისად მაქვს

ს თქმით, მის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების მიუხედავად, “ძალიან კარგად არის”.
“ჩემმა ადვოკატებმა რამდენჯერმე თქვეს, რომ მე უკვე სანქცირებული ვარ. მე რეალურად სანქცირებული ვარ დე ფაქტო, ყველაზე უხეში მეთოდებით, უხეში გზებით, ყოველგვარი კანონის გზების ავლით. რაც დაიწყო უკრაინის ომი, იქიდან ერთ თვეში რეალურად ყველა აქტივი გამიჩერეს და სასამართლოებში მატარებენ. რეალურად სანქცირებული ვარ და ამიტომ, ოპოზიცია ტყუილად ღელავს და ღია კარებს ამტვრევს, დაასანქცირეთ, დაასანქცირეთო. დასანქცირებული ვარ, მაგრამ ძალიან კარგად ვარ, ყველაფერი საკმარისად მაქვს. ნახეთ, რომ კიდევ პოლიტიკაშიც დავბრუნდი რომ ქვეყანას დავეხმარო”. – თქვა ბიძინა ივანიშვილმა.
ქართული ოცნების პარტიის ყრილობაზე პარტიაში საპატიო თავმჯდომარის თანამდებობა შემოიღეს. ეს თანამდებობა ბიძინა ივანიშვილმა დაიკავა.