ივანიშვილი „გლობალური ომის პარტიას“ აბრალებს 2008 წლის ომს და რუსეთის აგრესიას უკრაინაში

„ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე, მილიარდერი ექსპრემიერი ამჟამად უკვე პირადად ავრცელებს შეთქმულების თეორიას „გლობალური ომის პარტიაზე“ და ს აგრესიას საქართველოსა და უკრიანის მიმართ სწორედ მას აბრალებს.
ივანიშვილმა განაცხადა, რომ 2022 წლის დასაწყისიდან საქართველომ გადაიტანა „ურთულესი ბრძოლა ომის თავიდან ასაცილებლად და მშვიდობის შესანარჩულებლად“:
„ბუქარესტის 2008 წლის სამიტის დაპირების მიუხედავად, საქართველო და არ გააწევრიანეს ნატოში და ორპირ ქარში დააყენეს. ყველა ასეთ გადაწყვეტილებას გლობალური ომის პარტია იღებს, რომელიც ნატოზეც და ევროკავშირზეც გადამწყვეტი გავლენით სარგებლობს და რომლისთვისაც საქართველოსაც და უკრაინასაც საზარბაზნე ხორცის ფასი აქვს“.
ამის შემდეგ ივანიშვილმა განაცხადა: „მათ ჯერ საქართველო დააპირისპირეს რუსეთთან, ხოლო 2014 და 2022 წლებში უკრაინა კიდევ უფრო მძიმე მდგოამრეობაში ჩააყენეს“.
ივანიშვილმა ასევე განაცხადა, რომ 2004-12 წლებში საქართველოს „უცხოეთის აგენტურა“ მართავდა.

ასევე დაგაინტერესებთ