ივანიშვილი აშშ-ს არწმუნებს, რომ “გლობალური ომის პარტიაში” მას არ გულისხმობს

„ქართული ოცნების“ დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე -ის საელჩოს საპასუხოდ განცხადებას ავრცელებს.
აშშ-ის საელჩომ „ფეისბუქის“ ოფიციალურ გვერდზე დღეს, პირველ ოქტომბერს, გაავრცელა, ქარდი შემდეგი შინაარსით: „ბიძინა ივანიშვილმა იცის, რომ კრედიტ სუისთან დაკავშირებული ფული ბერმუდისა და სინგაპურის სასამართლოების ხელშია და არა – ამერიკის. რატომ უყვება ის ქართველებს სხვა ამბავს?“
ივანიშვილის თქმით, აშშ-ის საელჩო ვერ დაასახელებს ვერც პირადად მისი და ვერც „ქართული ოცნების“ რომელიმე სხვა ლიდერის განცხადებას, სადაც ფინანსურ შანტაჟში აშშ-ს ან ევროკავშირს ადანაშაულებენ.
„როდესაც საბანკო ანგარიშის ძარცვაზე და ფინანსურ შანტაჟზე ვსაუბრობდით, ყოველთვის ვაკონკრეტებდით, რომ ამ შანტაჟის უკან არა აშშ ან ევროკავშირი, არამედ ის ძალები დგანან, რომლებსაც გლობალურ ომის პარტიად მოვიხსენიებთ. ფინანსურ შანტაჟში აშშ ან ევროკავშირი ჩვენ მაშინაც კი არ დაგვიდანაშაულებია, როდესაც „კრედიტ სუისმა“ თანხის არგადმორიცხვის მორიგ საბაბად ევროპარლამენტის მიერ მიღებული რეზოლუცია გამოიყენა.
მეტიც, არაერთგზის დავაზუსტეთ, რომ გლობალურ ომის პარტიაში არც აშშ-ს და არც ევროკავშირს არ ვგულისხმობდით, თუმცა, იქვე ვაკონკრეტებდით, რომ გლობალურ ომის პარტიას აქვს პრინციპული გავლენა პოლიტიკოსებსა და ბიუროკრატებზე როგორც აშშ-ში, ისე ევროკავშირში. სწორედ ეს არის მთავარი მიზეზი, რატომაც ფინანსური შანტაჟის დასრულებამდე, უარს ვაცხადებ ამერიკელ პოლიტიკოსებთან და ბიუროკრატებთან შეხვედრებზე, რადგან გლობალური ომის პარტიის გავლენის ალბათობა თითოეულ მათგანთან მიმართებით ძალზე მაღალია“, – აცხადებს ბიძინა ივანიშვილი.
ივანიშვილის თქმით, მათი პოზიციის მიზეზი ამერიკელ კოლეგებს წერილობითაც განუმარტეს და საელჩოს თანხმობის შემთხვევაში, მზად არიან, ამ წერილის შინაარსზე საჯაროდაც ისაუბრონ.
„გარდა ამისა, ჩემმა ადვოკატებმა საზოგადოებისთვის არაერთგზის გაასაჯაროვეს დეტალური ინფორმაცია ში ომის დაწყების შემდეგ ჩემთვის დაწესებული ფინანსური შეზღუდვების შესახებ და საჭიროების შემთხვევაში, მზად ვარ, ამ ყველაფრის შესახებ ჩემს ადვოკატებს განახლებული ინფორმაციაც გამოვაქვეყნებინო.
იმასაც შეგახსენებთ, რომ აშშ-ში ოლიგარქიული გავლენების, არაფორმალური მმართველობის, „დიფ სთეითისა“ და ომის პარტიის თემა ჩვენ მიერ არ არის წამოწეული და ეს საკითხი ამერიკაში მიმდინარე საპრეზიდენტო კამპანიის ერთ-ერთ მთავარ ხაზად გვევლინება. ამ თემაზე აქტიურად საუბრობენ თავად საპრეზიდენტო კანდიდატი , საპრეზიდენტო პრაიმერიზის კანდიდატები რობერტ კენედი უმცროსი და ვივეკ რამასვამი და სხვები.
სწორედ გლობალური ომის პარტიაა ის ძალა, რომელიც ცდილობს, საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებისას, აშშ და ევროკავშირი აიფაროს და მოვლენები ისე წარმოაჩინოს, თითქოს, საქართველოს დაპირისპირება არა მასთან, არამედ აშშ-სთან და ევროკავშირთან აქვს“, – აცხადებს ივანიშვილი.
ივანიშვილის მტკიცებით, ამ ფონზე, სწორედ „ქართული ოცნებაა“ ის პოლიტიკური ძალა, რომელიც ყველაფერს აკეთებს, რომ ქართული საზოგადოების თვალში „აშშ-ს და ევროკავშირს რეპუტაციული ზიანი თავიდან აარიდოს და მოვლენებს თავისი სახელი დაარქვას“.
„ქართული ოცნების” პროპაგანდაა, რომ თითქოს არსებობს გლობალური ომის პარტია, რომელშიც შედიან ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები ადგილობრივი და უცხოური მედიასაშუალებები, ოპოზიციონერები, ასევე საქართველოს დასავლელი მეგობრები, ევროპარლამენტარები, სენატორები და ა.შ. ამ ყველას კი ერთი მიზანი ამოძრავებთ – ცდილობენ, საქართველო ჩართონ ს წინააღმდეგ ომში მეორე ფრონტად. სინამდვილეში, ყველას, ვისაც „ოცნება” “გლობალური ომის პარტიაში” მოიაზრებს, ერთი რამ აერთიანებთ – სხვადასხვა დროს სხვადასხვა საკითხის გამო საქართველოს ხელისუფლება გაუკრიტიკებიათ. წლების განმავლობაში „ომის პარტიას“„ოცნება“ ჯერ შიდა ოპონენტებს — „ნაციონალურ მოძრაობას“ — ეძახდა, თუმცა მას შემდეგ, რაც კრიტიკამ დასავლეთიდანაც იმატა, „ომის პარტიას“ დაემატა ერთი სიტყვა „გლობალური“.
“ოცნება” მისთვის მიუღებელ მოსაწონ გადაწყვეტილებებს, რომლებსაც დასავლეთის ოფიციალური ინსტიტუტები იღებენ, “გლობალური ომის პარტიას” მიაწერს.
მაგალითად, აშშ-ის მიერ საქართველოს მოქალაქეების დასანქცირების შემდეგ, პრემიერ-მინისტრმა მ ამ გადაწყვეტილების ახსნა „ქართული ოცნების“ კონსპირაციული თეორიით სცადა და განაცხადა, რომ სანქციების შესახებ გადაწყვეტილება არა ოფიციალურმა პირებმა, მაგალითად, აშშ-ის პრეზიდენტმა ბაიდენმა, არამედ იმ იმ ძალებმა მიიღეს, რომლებსაც აქვთ არაფორმალური გავლენა მის ადმინისტრაციაზე.
ამერიკელი და ევროპელი პოლიტიკოსებისათვის ნათელია, რომ “ქართული ოცნება” “გლობალური ომის პარტიაში” სწორედ მათ გულისხმობს.
რაც შეეხება საბანკო ანგარიშებს, დავა ბიძინა ივანიშვილსა და აწ უკვე გაკოტრებულ შვეიცარიულ ბაკს „კრედიტ სუისს“ [ახლა მას UBS ფლობს] შორის – რომელსაც მილიარდერმა თავისი აქტივები ანდო – წლებია მიმდინარეობს სხვადასხვა იურისდიქციაში, კერძოდ, ბერმუდის კუნძულებზე, სინგაპურსა და შვეიცარიაში.
ეს დავები [მათ შორის სინგაპურში], ერთი მხრივ, ეხებოდა ბანკის წარმომადგენლის, პატრიკ ლესკადრონის მიერ ივანიშვილის კუთვნილი თანხების გაფლანგვას საფონდო ბირჟაზე. 2018 წელს ლესკადრონი თაღლითობაში დამნაშავედ აღიარეს.
პოლიტიკურ შანტაჟზე, „საქართველოს ომში ჩათრევის“ კონსპირაციის კონტექსტში, საუბრობდნენ მმართველი გუნდის წევრები და მხარდამჭერებიც ივანიშვილის ანგარიშებზეც. მათი თქმით, ივანიშვილი დე ფაქტო სანქცირებულია, რათა აიძულონ მიიღოს გადაწყვეტილებები, რომლებიც არ შედის საქართველოს ეროვნულ ინტერესში. ამის საპირისპიროდ, ბოლო მონაცემებით, ბიძინა ივანიშვილის ქონება, რომელიც თურმე „ფაქტობრივად სანქცირებულია“, კლების ნაცვლად იზრდება.
მაგალითად, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილმა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯიმ ო’ბრაიენს შეხვედრაზე უარი უთხრა, რადგან „ის ისედაც არის დე ფაქტო სანქციების ქვეშ, აქვს გაყინული ორი მილიარდი დოლარი, რომელიც დასავლეთს მიანდო, მაგრამ აღმოჩნდა გლობალური ომის პარტიის ხელში“.
„აქედან გამომდინარე, ბიძინა ივანიშვილის პოზიციაა, რომ შანტაჟის ქვეშ ის ვერავითარ შეხვედრას ვერ გამართავს. როგორც კი დასრულდება შანტაჟი და დე ფაქტო სანქციები, რა თქმა უნდა, ნებისმიერ შეხვედრა შეიძლება შედგეს“, – განაცხადა მ.

ასევე დაგაინტერესებთ

არმაზ ახვლედიანი – კიდევ ერთი დასტური მივიღეთ, რომ საქართველოში სახელმწიფო წაშალა „ქართულმა ოცნებამ“ – პრემიერს შეუძლია რაღაც დაავალოს ერთი შეხედვით დამოუკიდებელი სახელმწიფო ინსტიტუციის ხელმძღვანელს