ივანიშვილი: აშშ-ის ელჩს ჩემ ნაცვლად კობახიძესთან შეხვედრა შევთავაზე, თუმცა მან უარი განაცხადა

„ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე, -ის მიერ სანქცირებული პასუხობს და „გაუგებარს“ უწოდებს აშშ-ის საელჩოს განცხადებას, რომლის თანახმადაც ივანიშვილმა უარი თქვა ელჩთან შეხვედრაზე, – „სადაც მას ტრამპის ადმინისტრაციის გზავნილი უნდა მოესმინა“.
ბიძინა ივანიშვილი აცხადებს, რომ „რამდენიმე დღის წინ საქართველოს პრემიერ-მინისტრთან და ხელისუფლების სხვა თანამდებობის პირებთან ნამდვილად შედგა საელჩოს კომუნიკაცია შეხვედრასთან დაკავშირებით“.
„ამერიკის ელჩმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს შეატყობინა, რომ მას სურდა ჩემთან შეხვედრა და „მდივან რუბიოს გზავნილის გადაცემა“, რასთან დაკავშირებითაც მე ღრმა პატივისცემა გამოვხატე, თუმცა, შეხვედრაზე უარი განვაცხადე“, – ადასტურებს ივანიშვილი.
„უართან ერთად, ელჩს საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრა შევთავაზეთ… თუმცა, ელჩმა ამაზე უარი განაცხადა“, – აცხადებს ივანიშვილი.
„ამერიკულ მხარესთან შეხვედრებზე უარის მიზეზი ადრეც საჯაროდ განვმარტე და ის კვლავაც უცვლელია“, – ამბობს ივანიშვილი და კვლავ საუბრობს „პირად შანტაჟზე“.
„გავიხსენებ, რომ პირადი შანტაჟის პირობებში, შარშან ბატონ ო’ბრაიენსაც ვუთხარი უარი შეხვედრაზე, როდესაც ჩემს მიმართ ჯერ მხოლოდ არაფორმალური სანქციები მოქმედებდა. შეხვედრის შეთავაზება მანამდეც რამდენჯერმე მივიღე და მაშინაც იგივე მიზეზით ვთქვი უარი, რაც წინა ადმინისტრაციას არაერთხელ წერილობითაც განვუმარტე“, – წერს ივანიშვილი.
მის განცხადებას „ქართული ოცნების“ პრესსამსახური ავრცელებს.
ივანიშვილი ისევ აცხადებს, რომ შვეიცარიული ბანკი „იულიუს ბერი“ – „კრედიტ სუისის“ სამართალმემკვირდე – მის მიერ „სასამართლოს გზით მოგებულ თანხას“ არ უბრუნებს.
ივანიშვილი წერს იმასაც, რომ ეს თანხა „არავითარ ფორმალურ სანქციას არ ექვემდებარება“, თუმცა 2024 წლის 27 დეკემბერს შეერთებული შტატების სახაზინო დეპარტამენტმა სანქციები ითვალისწინებს იმასაც, რომ ივანიშვილი ვერ მიიღებს Credit Suisse-თან სინგაპურში დავის შედეგად მოგებულ თანხას სპეციალური ნებართვის გარეშე.
ივანიშვილი აცხადებს, რომ ამ ყველაფრის ფონზე „ელჩთან შეხვედრა და სახელმწიფო საქმეებზე საუბარი“ არასწორად მიაჩნია. ის კვლავ ახსენებს „კომპლექსს“:
„ასეთ დროს, აუცილებლად მექნება კომპლექსი, რომ გადაწყვეტილებას სახელმწიფო საკითხებთან დაკავშირებით ჩემი პირადი ინტერესების საპირწონედ ვიღებ, რაც ჩემთვის პრინციპულად მიუღებელია. ეს კომპლექსი მაშინაც კი დამრჩება, როდესაც მექნება, თუნდაც, განცდა, რომ შეთანხმება ორივე მხარისთვის სასარგებლო შეიძლება იყოს. ამასთან, ეს კომპლექსი აუცილებლად დამრჩება არა მხოლოდ ჩემს თავთან, არამედ გუნდთანაც და საზოგადოებასთანაც“, – წერს ის.
ივანიშვილი არჩევნებამდე აცხადებდა, რომ კენჭისყრის დღის შემდეგ შეხვდებოდა რობინ დანიგანს, თუმცა შეხვედრა არ შედგა. ახლა ის ამბობს:
„როდესაც გასული წლის შემოდგომაზე, არაფორმალური სანქციების მოქმედება მცირე დროით შეჩერდა და გარკვეული თანხები გათავისუფლდა, მე თავადვე შევთავაზე ამერიკის ელჩს შეხვედრა, რაზეც ის თავდაპირველად დამთანხმდა, თუმცა, შეხვედრა ჯერ რამდენჯერმე გადადო, ხოლო შემდეგ მასზე საერთოდ უარი განაცხადა“.
ივანიშვილის თქმით, ის „იმდენად“ არის დაინტერესებული ქართულ-ამერიკული ურთიერთობების გადატვირთვით, რომ ამერიკულ მხარეს აცნობა: „მზად ვიყავი, დაბლოკილი თანხა არა პირადი მიზნებით, არამედ მათ მიერ ნაკარნახევი ნებისმიერი დანიშნულებით დამეხარჯა, რამეთუ ფული არც მანამდე და არც ახლა არ არის ჩემი ინტერესი“.
„მკაფიოდ განვმარტე, რომ დაბლოკილი თანხა მიქმნის ერთი მხრივ კომპლექსს, მეორე მხრივ კი განცდას, რომ შანტაჟის ქვეშ რაიმე გადაწყვეტილება არ მივიღო. თუმცა, ამაზე არავითარი პასუხი არ მიმიღია. შესაბამისად, ჩემთვის ცხადი გახდა, რომ ბაიდენის ადმინისტრაციას არა ჩემი თანხა, არამედ მხოლოდ ამ თანხით შანტაჟი აინტერესებდა“, – წერს ივანიშვილი.
ბიძინა ივანიშვილი წერს იმასაც, რომ ირაკლი კობახიძის ჩათულობის გარეშე პარტიაში არცერთი პრინციპული გადაწყვეტილება არ მიიღება:
„შეიძლება მათ თქვან, რომ მე, როგორც მმართველი პარტიის დამფუძნებელს და საპატიო თავმჯდომარეს, მაქვს განსაკუთრებული გავლენა გადაწყვეტილებების მიღებაზე. თუმცა, ამასთან დაკავშირებით, მინდა დაგარწმუნოთ, რომ მმართველ პარტიაში არცერთი პრინციპული გადაწყვეტილება არ მიიღება გუნდის და მით უმეტეს, პრემიერ-მინისტრის ჩართულობის გარეშე. აქედან გამომდინარე, მხოლოდ ჩემთან შეხვედრის მოთხოვნას აქვს ერთადერთი ახსნა, რომ ამგვარ შეხვედრას მხოლოდ პირადი შანტაჟის ფონზე აქვს ფასი“, – წერს ის.
წერილის დასასრულს ბიძინა ივანიშვილი გამოხატავს იმედს, რომ „ამერიკის საელჩო დადებითად უპასუხებს საქართველოს მთავრობის შეთავაზებას ქართულ-ამერიკული სტრატეგიული პარტნიორობის სუფთა ფურცლიდან და კონკრეტული გზამკვლევით განახლების შესახებ“.
28 მაისს, ივანიშვილის წერილამდე მცირე ხნით ადრე, შეერთებული შტატების საელჩომ განაცხადა, რომ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმდჯომარემ, ბიძინა ივანიშვილმა უარი თქვა ელჩ რობინ დანიგანთან შეხვედრაზე, „სადაც მას ტრამპის ადმინისტრაციის გზავნილი უნდა მოესმინა“. საელჩოს განცხადებაში ნახსენები არ ყოფილა .
საელჩო წერს, რომ სახელმწიფო მდივან რუბიოს თხოვნით, 22 მაისს ელჩმა დანიგანმა ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრა ითხოვა, რათა „შეეტყობინებინა ადმინისტრაციის გზავნილი და კიდევ ერთხელ გადაეცა კონკრეტული ნაბიჯების შესახებ, რომელთა გადადგმაც საქართველოს მთავრობას შეუძლია იმის საჩვენებლად, რომ სერიოზულად არის განწყობილი შეერთებულ შტატებთან ურთიერთობის გადატვირთვის მიმართ“.
„იმედი გვაქვს, საქართველოს მთავრობას გულწრფელად სურს ამერიკასთან და ამერიკელ ხალხთან 33 წლიან პარტნიორობასა და მეგობრობას დაუბრუნდეს“, – წერია საელჩოს განცხადებაში.

ირაკლი მ 13 მაისს ღია წერილით მიმართა აშშ-ის პრეზიდენტსა და ვიცე-პრეზიდენტს, დონალდ ტრამპსა და ჯეი დი ვენსს.
კობახიძის თანახმად, ტრამპის ადმინისტრაციას არ უპასუხია ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებთან დაკავშირებით მის მიერ რამდენიმე კვირით ადრე მიწერილ წერილზე, რომელშიც „გამოხატული იყო მზაობა ურთიერთობების სუფთა ფურცლიდან დაწყებაზე“.
21 მაისს კობახიძემ თქვა, რომ წერილზე „არ უპასუხიათ, თუმცა დუმილიც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი პასუხია“.
6 მაისს აშშ-ის კონგრესის ქვედა, წარმომადგენელთა პალატამ კენჭი უყარა და ორპარტიული მხარდაჭერით მიიღო „მეგობარი აქტი“ (MEGOBARI Act).
ფორუმი