ივანიშვილი არის რუსი ოლიგარქი – მარგველაშვილი

საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი, ,”პოლიტიკური ამბების” ეთერში ამბობს:
ივანიშვილი არის რუსი ოლიგარქი. ეტყობა, ის რასაც გვეუბნებოდა 2012-ში, ეს, სავარაუდოდ, სრული სიმართლე არ იყო. ამის თაობაზე სპეკულაცია მიჭირს. მე მინდა ვთქვა, რომ ახლა ყველაფერს ახდილი აქვს ფარდა იმ ხალხისთვისაც, ვისაც ეჭვი გვიჩნდებოდა და ჩვენს პოზიციას ვაფიქსირებდით. მაგრამ არა მარტო ჩვენთვის, არამედ იმ ადამიანებისთვისაც აეხადა ფარდა, რომლებიც ცდილობდნენ, რომ არ დაენახათ ივანიშვილის გუნდის წარმომადგენლების ზღვარგადასული რიტორიკა, რომელიც დასავლელი პარტნიორების წინააღმდეგ იყო მიმართული. გუშინ საბოლოო ინსტანციამ და საბოლოო წყარომ 4 დღის წინ დაგვიფიქსირა, რომ დასავლეთი ჩვენი ისტორიული მტერია, რომ ისინი ჩვენ წინააღმდეგ კონსპირაციულად მოქმედებენ და არჩევანი გასაკეთებელი არის დასავლეთის წინააღმდეგ.