ივანიშვილი აპირებს აფხაზეთის აღიარებას ხელისუფლებაში დარჩენის გარანტიის სანაცვლოდ – ნაცვლიშვილი

“ძლიერი საქართველოს” საარჩევნო შტაბის სპიკერი, აცხადებს, რომ , სახელისუფლებო ძალაუფლების შენარჩუნებისთვის, აპირებს, რომ აღიაროს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები.
ასე ხსნის დეპუტატი “ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოს განცხადებას, სადაც იმ მიზეზებზეა საუბარი, რისთვისაც, მათი თქმით, 26 ოქტომბრის არჩევნებში საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვება სჭირდებათ. განცხადებაში 4 მიზეზია დასახელებული, რომელთაგან მე-3 “ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისთვის აუცილებელი საკონსტიტუციო ცვლილებებია”.
“ბიძინა ივანიშვილი და მისი „ქართული ოცნება” ემსახურება რუსეთს. მას შემდეგ, რაც სწორედ ივანიშვილმა ს დავალებით ჩაკეტა ევროკავშირის კარი საქართველოსთვის და განზრახ გააჩერა მოლაპარაკებები საქართველოს ევროკავშირში სრულუფლებიან გაწევრიანებაზე, ივანიშვილი გადადის გეგმის შემდგომ ეტაპზე: კერძოდ, ნათელია, რომ ბიძინა ივანიშვილი აპირებს ს აღიარებას ხელისუფლებაში დარჩენის გარანტიის სანაცვლოდ. ესაა გზა აფხაზეთის აღიარების და საქართველოს ღალატის ბიძინას რუსული გეგმა […] საქართველოს კონსტიტუციაში ძალიან მკაფიოდ და ცალსახად წერია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის შესახებ”, – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა სპეციალურად ამ საკითხზე გამართულ ბრიფინგზე და წაიკითხა ქვეყნის კონსტიტუციის ის მუხლები, სადაც ტერიტორიულ მთლიანობაზეა საუბარი.
“რატომ სურს ივანიშვილს ამ ჩანაწერის შეცვლა?! გასაგებია, რა დავალება აქვს მას მიღებული კრემლისგან. ივანიშვილი ასრულებს რუსეთის დავალებას, ქვეყნის დამოუკიდებლობასთან, ტერიტორიულ მთლიანობასთან და სუვერენიტეტთან ასეთი თამაში ქვეყნის ღალატია. იგი წააგებს არჩევნებს და საქართველოს ეყოლება ხელისუფლება, რომელიც ემსახურება ქართველ ხალხს”, – აცხადებს ანა ნაცვლიშვილი.
“ქართული ოცნება” 20 აგვისტოს გავრცელებულ განცხადებაში ქუდზე კაცს მოუწოდებს არჩევნებში მისვლისა და მათი მხარდაჭერისკენ. მმართველ პარტიას, ხელისუფლებაში ყოფნის 12 წლის შემდეგ, არა მხოლოდ მე-4 ვადით გამარჯვება, არამედ საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვება უნდა.
იმ მიზეზებს შორის, რისთვისაც “ოცნებას” საკონსტიტუციო უმრავლესობა სჭირდება, დასახელებულია “ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისთვის აუცილებელი საკონსტიტუციო ცვლილებების” საჭიროება. მმართველი პარტია არ აკონკრეტებს, როგორ აპირებს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას კონსტიტუციის შეცვლით, ან თუ ეს შესაძლებელია, რატომ არ გააკეთეს ეს 2016-2020 წლებში, როცა მათ ერთხელ უკვე ჰქონდათ საკონსტიტუციო უმრავლესობა.
“მშვიდობიანი გზით საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის შემთხვევაში, აუცილებელი გახდება საქართველოს კონსტიტუციის ცვლილება, რათა საქართველოს მმართველობის სისტემა და ტერიტორიული სახელმწიფოებრივი მოწყობა ახალ რეალობასთან მოვიდეს შესაბამისობაში […] “ქართულ ოცნებას“ ესაჭიროება საკონსტიტუციო უმრავლესობა, რათა საჭიროების შემთხვევაში, აუცილებელი საკონსტიტუციო ცვლილებების განხორციელებას ვერავინ შეუქმნას დაბრკოლება”, – ვკითხულობთ მმართველი პარტიის პოლიტსაბჭოს განცხადებაში.
ტერიტორიული მთლიანობის გარდა, საკონსტიტუციო უმრავლესობის საჭიროებას “ქართული ოცნება” პოლიტიკური რევანშის სურვილით ხსნის. ისინი ოპოზიციური პარტიების აკრძალვას აპირებენ.
“ქართული ოცნების” განცხადებას გამოეხმაურნენ მოსკოვშიც და ცხინვალშიც.
რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო ურთიერთობების კომიტეტის ხელმძღვანელმა გრიგორი კარასინმა თქვა, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადება აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საქართველოს შემადგენლობაში დაბრუნების შესახებ „ეშმაკისეული მსჯელობაა“.
რუსეთის დუმის დეპუტატი, დსთ-ის საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე კონსტანტინ ზატულინი ასე ეხმაურება კობახიძის განცხადებას აფხაზეთზე:
“როგორ დაიბრუნებს ის [] 2030 წლისთვის აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს, რომლებიც დამოუკიდებელ სახელმწიფოებად ვითარდებიან, იმყოფებიან რუსეთის მფარველობის ქვეშ და აღიარებული არიან, ნამდვილად არ მესმის”.
სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ოქტომბერში საქართველოში დაგეგმილი საპარლამენტო ს ფონზე, ქართველი პოლიტიკოსებისგან ხშირად ისმის განცხადებები სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის სტატუსთან დაკავშირებით.
“აქ არც საქართველოს მმართველი პარტია არის გამონაკლისი, რომელიც ამომრჩეველთათვის ბრძოლაში სპეკულირებს ქვეყნის ე.წ. ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის თემაზე”, – აღნიშნულია სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ