ივანიშვილის „ჯვაროსნული ლაშქრობა“ OCCRP-ზე და NED-ზე, ჩინეთის დახმარებით

ოლიგარქმა ბიძინა ივანიშვილმა ორგანიზებული თავდასხმით უპასუხა, ავტორიტეტული საგამოძიებო ჯგუფის “ორგანიზებული კრიმინალისა და კორუფციის გამოძიების პროექტის” (OCCRP) ჟურნალისტურ გამოძიებას, რომლითაც დასტურდება, რომ ივანიშვილის მეუღლე ეკატერინე ხვედელიძემ 2021 და 2024 წლებში, ს დედაქალაქ მოსკოვის პრესტიჟულ გარეუბანში – 14.7 მილიონი დოლარის ღირებულების ორი მიწის ნაკვეთი შეიძინა.
„ის, რომ ივანიშვილის მიერ მოსკოვში შეძენილი ახალი ქონება გამოააშკარავეს, რა თქმა უნდა, ეს ერთ-ერთი და ამ კონკრეტულ შემთხვევაში, როგორც ჩანს, მთავარი გამაღიზიანებელი იყო. ამ მხილების ფონზე აუცილებელი იყო ე.წ „საპასუხო კამპანია“, „გაშავება“ იმ აქტორების, რომლებიც თავისუფალ მედიას ხელს უწყობენ ირაკლი ხვადაგიანი
OCCRP-მა 2024 წლის აპრილის გარიგების დამადასტურებელი ამონაწერიც გამოაქვეყნა, რომელიც რუსეთის უძრავი ქონების ერთიანი სახელმწიფო რეესტრიდან მოიპოვა.
“ქართულმა ოცნებამ“ არგუმენტების გარეშე OCCRP-ის გამოძიებას „ყალბი“ უწოდა. მოგვიანებით კი მმართველმა ძალამ კონტროლირებადი მედია საშუალებებით „ჯვაროსნული ლაშქრობა“ მოუწყო OCCRP-ს და ამ ორგანიზაციის ერთ-ერთ დონორს NED-ს (დემოკრატიის ეროვნულ ფონდს). NED-ის „გასაშავებლად“ „ოცნებამ“ ტოტალიტარული ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს საეჭვო „კვლევაც“ კი მოიშველია.
„ის, რომ გამომძიებელმა ჟურნალისტებმა ივანიშვილის მიერ მოსკოვში შეძენილი ახალი ქონება გამოააშკარავეს, რა თქმა უნდა, ეს ერთ-ერთი და ამ კონკრეტულ შემთხვევაში, როგორც ჩანს, მთავარი გამაღიზიანებელი იყო“ – უთხრა „ამერიკის ხმას“ ისტორიკოსმა ირაკლი ხვადაგიანმა, „საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის“ გამგეობის წევრმა.
მისი თქმით, „ეს გამოძიება, საერთაშორისო რეპუტაციის თვალსაზრისით, თავისთავად, ძალიან მრავლისმეტყველია და კიდევ ერთ არგუმენტს უმატებს გარე თვალს, საერთაშორისო საზოგადოებრიობას, თუ რას წარმოადგენს სინამდვილეში მმართველი რეჟიმი, ვისთან არის ფარულ გარიგებაში და ვინ უმაგრებს მას ზურგს.
გასაგებია, რომ ამ მხილების ფონზე აუცილებელი იყო ე.წ „საპასუხო კამპანია“, „გაშავება“ იმ აქტორების, რომლებიც თავისუფალ მედიას ხელს უწყობენ, რომ მსგავსი მოღალატეობრივი ფაქტები ამხილონ.
“ჩვენ არ ვახდენთ ინფორმაციის ინტერპრეტაციას, ჩვენ მხოლოდ ფაქტებს ვაქვეყნებთ. ჩვენ კვლავაც ვადასტურებთ იმ ინფორმაციის სიზუსტეს, რაც გამოვაქვეყნეთ, რადგანაც ეს ფაქტები სწორია დრიუ სალივანი, OCCRP
გასაგებია, რომ რეჟიმის „ბრალდებები“ და ამ „ბრალდებების“ გასამყარებლად, რაოდენ სასაცილოდაც არ უნდა ჟღერდეს, რაღაცა „კვლევების“ მოშველიება, საპირისპირო ბანაკიდან, დესპოტური და ტოტალიტარული ჩინეთის წუხილების გახმოვანება, ეს აჩვენებს პირდაპირ, რომ მმართველი რეჟიმი ზუსტად ამ არადემოკრატიული სამყაროს ნაწილია“ – ამბობს ირაკლი ხვადაგიანი.
“ჩვენ არ ვახდენთ ინფორმაციის ინტერპრეტაციას, ჩვენ მხოლოდ ფაქტებს ვაქვეყნებთ. ჩვენ კვლავაც ვადასტურებთ იმ ინფორმაციის სიზუსტეს, რაც გამოვაქვეყნეთ, რადგანაც ეს ფაქტები სწორია” – განაცხადა „ქართული ოცნების“ თავდასხმის საპასუხოდ, OCCRP-ის რედაქტორმა დრიუ სალივანმა.
სალივანი OCCRP-ის ერთ-ერთი დამფუძნებელია, მისი ხელმძღვანელობით, ბოლო წლებში, OCCRP-მა არაერთი მნიშვნელოვანი და ავტორიტეტული პრიზი მოიგო, მათ შორის Daniel Pearl-ის, Global Shining Light-ის, Tom Renne-ის, Skoll-ის ჯილდოები და European Press-ის პრემია. 2017 წელს OCCRP-მა, გამომძიებელ ჟურნალისტთა საერთაშორისო კონსორციუმთან ერთად, „პანამის დოკუმენტების“ გამოაშკარავების გამო, პულიცერის პრემიაც დაიმსახურა.
დამოუკიდებელი და ავტორიტეტული ჟურნალისტური საგამოძიებო პლატფორმის – OCCRP-ის დონორებს და მხარდაჭერებს შორის, არ არის მხოლოდ NED. ე.წ „გაშავების“ კამპანიის დროს, სიტუაციის ამგვარად წარმოჩენას ცდილობდა, როგორც ივანიშვილის მიერ კონტროლირებადი მედია, ისე „ქართული ოცნება“.