ივანიშვილის ხელისუფლებისგან ქვეყნის პუტინისთვის გადაცემის თავიდან აცილება აუცილებელია რეგიონის სტაბილურობისა და მომავლისთვის – ზელენსკი პარიზში ზურაბიშვილს შეხვდა

ივანიშვილის ხელისუფლებისგან ქვეყნის პუტინისთვის გადაცემის თავიდან აცილება აუცილებელია რეგიონის სტაბილურობისა და მომავლისთვის – ზელენსკი პარიზში ზურაბიშვილს შეხვდა
უკრაინის პრეზიდენტი საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შესახებ სოციალურ ქსელში წერს.
როგორც ზელენსკი აცხადებს, პრეზიდენტი ზურაბიშვილი დაარწმუნა, რომ , კოორდინაციას განახორციელებს პარტნიორებთან, რათა მხარი დაუჭიროს ქართველ ხალხს თავისუფლად და დამოუკიდებლად ცხოვრების უფლების დაცვაში.
„შევხვდი საქართველოს პრეზიდენტს, გამოვხატე უკრაინის სრული მხარდაჭერა და სოლიდარობა ქართველი ხალხისადმი, რომელიც იბრძვის ღირსეული მომავლისთვის და ხაზგასმით აღვნიშნე, რომ ქართველი ხალხის ნების პატივისცემა და ივანიშვილის ხელისუფლებისგან ქვეყნის პუტინისთვის გადაცემის თავიდან აცილება აუცილებელია რეგიონის სტაბილურობისა და მომავლისთვის.
ეს არ ეხება მხოლოდ საქართველოს – ეს ეხება შავი ზღვის რეგიონს, რომელიც წარმოადგენს ს სტრატეგიულ მიზანს და რომელიც საფრთხეს უქმნის ყველა ადამიანის ეროვნულ უსაფრთხოებას რეგიონსა და მთელ ევროპაში.
დავარწმუნე პრეზიდენტი ზურაბიშვილი, რომ უკრაინა, კოორდინაციას განახორციელებს პარტნიორებთან, არა მხოლოდ ევროპაში, არამედ გლობალურად, რათა უზრუნველყოს სისტემური პასუხი და მხარი დაუჭიროს ქართველ ხალხს თავისუფლად და დამოუკიდებლად ცხოვრების უფლების დაცვაში“, – წერს ზელენსკი.
ცნობისთვის, ზურაბიშვილი შესაძლოა დონალდ ტრამპსაც შეხვდეს.
დღეს საღამოს, ხუთი წლის წინ გაჩენილი ხანძრის შემდეგ რესტავრირებული ნოტრ-დამის გახსნის ცერემონიას 40-მდე ქვეყნის მთავრობის ლიდერი დაესწრება, მათ შორის არის, -ის ახლადარჩეული პრეზიდენტი, ც. საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ ეს საზღვარგარეთ ტრამპის პირველი ვიზიტია. ტრამპი პარიზის ორლის აეროპორტში კერძო თვითმფრინავით ჩავიდა. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ორმხრივი შეხვედრა დონალდ ტრამპსა და საფრანგეთის პრეზიდენტს ემანუელ მაკრონს შორის.
ელისეის სასახლის ცნობით, ტრამპთან შეხვედრის შემდეგ, ორმხრივ მოლაპარაკებებს უკრაინის ლიდერთანაც გამართავს.
ამასთან, მანამდე უცხოურ მედიაში გავრცელდა ცნობა, რომ საფრანგეთში შესაძლოა, დონალდ ტრამპისა და ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრაც შედგეს. თუმცა შესაძლო შეხვედრასთან დაკავშირებით უკრაინის პრეზიდენტის დელეგაციაში კომენტარი არ გაუკეთებიათ.
ცნობისთვის, პარიზის ღვთისმშობლის საკათედრო ტაძარი 2019 წელს ხანძრის შედეგად დაზიანდა. აღდგენილ ტაძარში პირველი წირვა-ლოცვა ხვალ ჩატარდება.
შეგახსენებთ, დღეს საფრანგეთში გაემგზავრა საქართველოს პრეზიდენტი ც. დეტალები პრეზიდენტის საფრანგეთში ვიზიტის შესახებ უცნობია. არ საჯაროვდება ინფორმაცია, ვისთან გეგმავს პრეზიდენტი შეხვედრებს.