ივანიშვილის ქონება კვლავ გაიზარდა – BLOOMBERG-ი ინფორმაფიას ავრცელებს

ბიძინა ივანიშვილის ქონება $7 მილიარდ 550 მილიონი დოლარამდე გაიზარდა. Bloomberg-ის მილიარდერების 500-კაციან სიაში 387-ე ადგილს იკავებს და 2024 წლის დასაწყისიდან დღემდე 955 მილიონით დოლარით გამდიდრდა.

როგორც გამოცემა წერს, ოლიგარქის ინვესტიციები დივერსიფიცირებულია. სავარაუდოდ, მისი ქონების 27% გლობალური აქციებში, 36% ფიქსირებული შემოსავლის აქტივებში, 20% ნაღდ ფულში, 12% ალტერნატიულ ინვესტიციებში, 5% კი ნედლეულშია განთავსებული.

Bloomberg ივანიშვილის ქონების ანალიზს 5-იდან 1 ვარსკვლავით აფასებს, რაც იმას ნიშნავს, რომ “ქართული ოცნების“ ლიდერის შემოსავლებისა და ქონების შესახებ ინფორმაციის მოპოვებაც და გადამოწმებაც რთულია.

ასევე დაგაინტერესებთ

კომპანია CMC-ი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს თანამშრომლის გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილის ოჯახს – კომპანია აქტიურად თანამშრომლობს საგამოძიებო უწყებებთან და დეტალურად აწვდის ყველა მოთხოვნილ ინფორმაციას

დავით ქართველიშვილი: ქართველმა ხალხმა გლოვის ხუთი დღის განმავლობაში, წერტილი დაუსვა ჯო უილსონებისა და ბიუროკრატიის მცდელობას, არარსებულ ქართველებზე აპელირებით წამოეწყოთ ძირგამომთხრელი საქმიანობა