“ივანიშვილის ფარისეველთა ბრბოდან, 120 დეპუტატიდან არცერთ კლოუნს ნახევარი სიტყვაც კი არ უთქვამთ ამაზე” – ლევან ლორთქიფანიძე

პოლიტოლოგი, ლევან ლორთქიფანიძე:
🇺🇸 დღეს დილით -ის კონგრესს ს პრემიერ-მინისტრმა მიმართა.
მის გამოსვლამდე რამდენიმე საათით ადრე ამერიკელებს სენატორ ბერნი სანდერსის მოსმენის შესაძლებლობა ჰქონდათ.
სენატის სხდომაზე ვერმონტელმა სოციალისტმა აღნიშნა:
🔸️ამერიკის ისტორიაში პირველად კონგრესის გაერთიანებულ კრებაზე სიტყვით გამოსვლის პრივილეგია, პატივი ეძლევა ომის დამნაშავეს – ბენიამინ ნათანიაჰუს!
🔸️ ისრაელს ჰქონდა და აქვს თავდაცვის უფლება, მას “ჰამასის” 7 ოქტომბრის მხეცური ტერორისტული თავდასხმა უპასუხოდ არ უნდა დაეტოვებინა. ნეთანიაჰუს ექსტრემისტებითა და რასისტებით დაკომპლექტებულმა მთავრობამ თავდაცვის უფლების გამოყენების ნაცვლად გადაწყვიტა წამოეწყო ტოტალური ომი მთელი პალესტინელი ხალხის წინააღმდეგ. ტოტალური ომი ფეხქვეშ თელავს საერთაშორისო სამართლის პრინციპებს, ამერიკის კანონებს, ზოგად ჰუმანურ ღირებულებებს.
🔸️ 7 ოქტომბრის შემდეგ ღაზას სექტორში დაწყებულ, თანამედროვე ეპოქის ყველაზე დიდ ჰუმანიტარულ კატასტროფას უკვე ემსხვერპლა 39 000 ადამიანის სიცოცხლე, დაჭრილი და დაშავებულია 89 000 მოქალაქე. მსხვერპლისა და გაუბედურებული ხალხის 60%-ს ქალები, ბავშვები და მოხუცები წარმოადგენენ. ეს ყველაზე ოპტიმისტური სტატისტიკაა, ღმერთმა უწყის რამდენი ადამიანია ჩაკარგული ნანგრევების მთებში.
ტოტალური ომის დაწყებიდან დღემდე ღაზას სექტორის მოსახლეობის 90%-ს (1.9 მლნ ადამიანი) სულ მცირე სამჯერ-ოთჯერ მოუწია თავისი სახლიდან თუ თავშესაფრიდან გაქცევა და დევნილობა.
წყლის, საკვების, წამლის, სამედიცინო მომსახურეობის დეფიციტი ტანჯავს 2.2 მილიონ ადამიანს.
🔸️ ტოტალურ ომს ისრაელის ხელისუფლება აწარმოებს ამერიკული იარაღითა და აშშ-ის ირიბი ფინანსური დახმარებით. პასუხისმგებლობა აშშ-ის მთავრობასაც ეკისრება, რომელმაც ისრაელზე ზეწოლა უნდა გააძლიეროს და დახმარების საომარი მიზნებისთვის გამოყენებას შეუშალოს ხელი.

ბერნი პოლონეთიდან გამოხიზნული ებრაელების ელაი და დოროთი სანდერსების შვილია. მას ვერავინ ასწავლის, თუ რას ნიშნავს ებრაელთა დევნა და ანტისემიტიზმის გამანადგურებელი სუსხი.
ბერნის, როგორც ამერიკის სინდისსა და ნამუსს, სამართლიანობისთვის მებრძოლ განუმეორებელ ფიგურას და როგორც ელაისა და დოროთის შვილს არ აქვს უფლება ჩუმად, პროტესტის გარეშე შეხვდეს ომის დამნაშავის კონგრესში შემობრძანებას!
დიდი მადლობა, სენატორო!!!
P.S. “ქართული ოცნების” შეთქმულების თეორიის კრიტერიუმებს თუ მივყვებით “გლობალური ომის პარტიის” კლასიკური წარმომადგენელი ბენიამინ ნათანიაჰუ გამოდის.
ივანიშვილის ფარისეველთა ბრბოდან, 120 დეპუტატიდან არცერთ კლოუნს ნახევარი სიტყვაც კი არ უთქვამთ ისე, სასხვათაშორისოდ ტოტალური ომის წინააღმდეგ.
მშიშრებო, ფლიდებო! მარტო სა და მაკრონის გაშაყირებაში ხართ მაგრები, მაგისთვისაც მოგხვდებათ ცხვირში.