ივანიშვილის სავარაუდო ლიკვიდაციის საქმე – სუსში კიდევ ერთი ვეტერანი ვაჟა ცეცაძე დაიბარეს

ბიძინა ივანიშვილის სავარაუდო ლიკვიდაციის საქმე – სუს-ში ამჯერად ომის კიდევ ერთო ვეტერანი ვაჟა ცეცაძე დაიბარეს. ში მებრძოლი ჯარისკაცი იმ მოწმეებს შორის არის, ვისაც ლილუაშვილის უწყება “ოცნების” საპატიო თავმჯდომარის შესაძლოა მკვლელობის საქმეზე ჰკითხავს.
პირველი ზარი რომ შემომივიდა გამომძიებლისგან, მან მითხრა, რომ რაღაც შეთქმულებასთან დაკავშირებით ვიყავი დაბარებული. სიმართლე გითხრათ, მართლა არ ვიცი, ჩემს თავს ვეკითხები და ასეთი რამ არც მახსენდება, რომ ვინმესგანაც კი მომესმინოს ან როდისმე გამეფიქროს. ჩვენი პროფესიონალიზმი თუ ვინმეს ჰგონია, რომ ჩვენი სახელმწიფოს წინაშე უნდა გამოვიყენოთ, ძალიან მაგრად ცდება. ჩვენ ვიბრძვით მთელი ცხოვრება იმის გამო, რომ ჩვენი სამშობლო იყოს უსაფრთხო. ერთადერთი, ვფიქრობ, რომ პოლიტიკური თემიდან მიბარებენ მე, – ამბობს ვაჟა ცეცაძე.

ასევე დაგაინტერესებთ