ივანიშვილის სავარაუდო გარიგება UAE-სთან, რომელმაც UN Tourism-ის არჩევნების შედეგი განსაზღვრა – რას წერს The Diplomat?(bm.ge)

გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ხელმძღვანელის ს შედეგი საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის დადებულმა „ბნელი გარიგებამ“ განსაზღვრა. ამის შესახებ The Diplomat წერს.
პოლოლიკაშვილის კანდიდატურის მოულოდნელად მოხსნის შემდეგ, 30 მაისს, შაიხა ალ ნოვაისი არაბეთის გაერთიანებული საამიროებიდან აირჩიეს გაეროს ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის ახალ გენერალურ მდივნად. მეორე ტურში მან 24, ხოლო საბერძნეთის წარმომადგენელმა – 11.
გამოცემის თანახმად, ამ მოულოდნელმა ნაბიჯმა გააძლიერა სპეკულაცია UAE-სა და საქართველოს მთავრობას შორის გარიგების თაობაზე.
სტატიაში აღნიშნულია, რომ გავრცელებული ინფორმაციით, ძლიერი ქართველი კანდიდატის მოხსნის სანაცვლოდ, ოლიგარქმა ბიძინა ივანიშვილმა საამიროებისგან გიორგი ბაჩიაშვილი მიიღო, რომელიც UAE-ში იმალებოდა.
“პოლიტიკური კორუფციისა და ჩრდილოვანი ვაჭრობის სავარაუდო შემთხვევამ გააჩინა მნიშვნელოვანი კითხვები საარჩევნო პროცესის მთლიანობასთან დაკავშირებით, რამაც გამოიწვია ფართო დისკუსია ტურისტულ საზოგადოებაში. ეს მოვლენა გაეროსთვის უპრეცედენტო ნიშნულს ადგენს და შეიძლება გამოიწვიოს სამართლებრივი შედეგები, რადგან ინტერესი ოლიგარქ ივანიშვილის სავარაუდო გარიგების მიმართ ემირატებთან კვლავ იზრდება”,- წერია სტატიაში და ასევე აღნიშნულია, რომ განვითარებულმა მოვლენებმა სინანული გამოიწვია წევს ქვეყნებში, რამდენადაც პოლოლიკაშვილი ფართო მხარდაჭერით სარგებლობდა.
bm.ge