ჟურნალისტი, ნინო ჯანგირაშვილი:
ივანიშვილის რეჟიმს ყველაზე დიდი უბედურება წინ ელის, და ამ უბედურებას არა იმ ჩვენ, მოპროტესტე საზოგადოება ან ცივილიზებული დასავლეთი, არამედ მათი რჩეული რუსეთი მოუტანს. ივანიშვილს მისივე უწიგნურობა და უტვინობა მოუღებს ბოლოს. როცა არაფერი გაგიგია დედამიწის ზურგზე, არაფერი წაგიკითხავს და შენი ბიბლია წლების წინ “ვედომოსტისთვის“ მიცემული შენივე ინტერვიუა, როცა შენივე შეკვეთილ “ფილოსოფიურ ნაშრომებს“ მერე შენვე იჯერებ, სხვა განვითარების შანსი არც გაქვს პრინციპში. უწიგნურობის და უტვინობის ბრალია რუსეთთან ისეთ კავშირებში შესვლა და ისეთი დისტანციაზე მიახლოება, რაც ივანიშვილმა გააკეთა. არ ვიცი რისი იმედი ქონდა, ან რა “გათვალა“, მაგრამ რუსეთი ყველაზე საშინლად სწორედ თავის ვასალებს ექცევა და ივანიშვილს ამის აღმოჩენა ჯერ კიდევ წინ აქვს. პრობლემა ის არის, რომ ქვეყნისთვის რისკები უკიდურესად იზრდება ამ პროცესში, თორემ ივანიშვილი რომ მძიმედ დაამთავრებს ეგ ცხადია და არც მეწყინება.




