“ივანიშვილის რეჟიმის მუქარა აშშ-ის საელჩოს წინააღმდეგ მიუღებელია” – ჯო უილსონი

“ივანიშვილის რეჟიმის მუქარა -ის საელჩოს წინააღმდეგ მიუღებელია” – ჯო უილსონი
მამუკა მდინარაძის განცხადებას, რომლის თანახმადაც საქართველოში მიმდინარე საპროტესტო პროცესები აშშ-ის საელჩოსგან დამოუკიდებლად არ მიმდინარეობის, რესპუბლიკელი კონგრესმენი ჯო უილსონი ეხმიანება.
“ივანიშვილის რეჟიმის მუქარა და ტყუილი შეერთებული შტატებისა და აშშ-ის საელჩოს წინააღმდეგ მიუღებელია. ანტიამერიკული ხულიგნები სანქციების რისკის ქვეშ არიან. ტრამპი ამას გამოასწორებს”, – წერს ჯო უილსონი.
რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენელი “ტვიტს” აშშ-ის საელჩოს განცხადებას ურთავს.
“ბატონი მდინარაძის დღევანდელი განცხადებები სრულიად მცდარია და წარმოაჩენს ცოდნის ნაკლებობას იმის შესახებ, თუ რას აკეთებს შეერთებული შტატების საელჩო პრეზიდენტ ტრამპისა და სახელმწიფო მდივან რუბიოს მთავარი პრიორიტეტების მხარდასაჭერად – გახდეს ამერიკა უფრო უსაფრთხო, უფრო ძლიერი და უფრო წარმატებული”, – ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.