კონგრესმენის ჯო უილსონი „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, მამუკა მდინარაძის განცხადებას ეხმაურება.
ჯო უილსონის განცხადებით, ივანიშვილის რეჟიმის მხრიდან შეერთებული შტატებისა და აშშ-ს საელჩოს მიმართ მუქარა და ტყუილი მიუღებელია.
„ანტიამერიკელი ავაზაკები სანქციების რისკის ქვეშ არიან. ტრამპი ამას გამოასწორებს“, – წერს
„ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ თქვა, რომ საქართველოში ამერიკის საელჩოს მოქმედებები აბსოლუტურად აცდენილია აშშ-ის ახლადარჩეული ხელისუფლების ნარატივებს.
„თუ ვინმეს სჯერა, რომ ის, რაც ხდება ქუჩაში, აშშ-ის საელჩოსგან დამოუკიდებლად ხდება, მან არაფერი იცის იმის შესახებ, რაც ხდება ქუჩაში“, — განაცხადა მდინარაძემ.
მდინარაძის განცხადებას გამოეხმაურა აშშ-ის საელჩო საქართველოში.
„ბატონი მდინარაძის დღევანდელი განცხადებები სრულიად მცდარია და წარმოაჩენს ცოდნის ნაკლებობას იმის შესახებ, თუ რას აკეთებს შეერთებული შტატების საელჩო პრეზიდენტ ტრამპისა და სახელმწიფო მდივან რუბიოს მთავარი პრიორიტეტების მხარდასაჭერად — გახდეს ამერიკა უფრო უსაფრთხო, უფრო ძლიერი და უფრო წარმატებული“, — აცხადებს აშშ-ის საელჩო.
