“ივანიშვილის პარტია ნომერი 2″; „ოცნების“ სასარგებლო იდიოტები” | დაპირისპირება ცესკო-სა და პარტიების წარმომადგენლების შეხვედრაზე

ხმაურისა და დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა ს შეხვედრა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებთან. “გამარჯვების პლატფორმა” ცესკოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელს ნეპოტიზმსა და ქართული ოცნების ინტერესების გატარებაში ადანაშაულებს. მათივე თქმით, ცესკოს თავმჯდომარე კალანდარიშვილი არაუფლებამოსილი პირია.
სა და გიორგი ვაშაძის ხმაურიანი განცხადებების შემდეგ კი შეხვედრა პროტესტის ნიშნად დატოვა გახარიას პარტიის წარმომადგენელმა, ვისი თქმითაც ამგვარ განცხადებებს არსებითი პრობლემებიდან ყურადღება სულ სხვა მიმართულებით გადააქვს.
შეხვედრა დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობდა, თუმცა დაპირისპირება იმდენად მწვავე იყო, ხმაური დარბაზს გარეთაც ისმოდა:
ს პარტია ნომერი ორი რომ უკმაყოფილოა ცესკოს მხილებით, ვგულისხმობ გახარიას პარტიას, ეს სრულიად გასაგებია. ისინი არიან „ქართული ოცნების“ გაგრძელება და ამით კმაყოფილნი რომ ყოფილიყვნენ უფრო გამიკვირდებოდა. ბიძინა ივანიშვილის პარტიის გაგრძელებაა მეორე „ქართული ოცნება“ ცხადია, რომ არ მოსწონთ. ცხადია, რომ მათ ეს არ მოსწონთ, რადგან ისინიც იმავეს აკეთებდნენ თავის დროზე.“განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა შეხვედრიდან გამოსვლის შემდეგ.
„საქართველოსთვის“ წევრმა, ნათია მეზვრიშვილმა კი “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლებს „ოცნების“ სასარგებლო იდიოტები უწოდა:
არ ყალბდება არჩევნების დღეს, ყალბდება მანამდე, დღეს უკვე მიმდინარეობს ეს პროცესი ელიტური კორუფციით, შავი ფულით, სისტემური მუქარა-ზეწოლით, ამას შედეგებზე ექნება დიდი გავლენა. ნაცვლად იმისა, ამაზე ვამახვილებდეთ ყურადღებას უკვე მესამე სხდომაა არაადეკვატურ განცხადებებს ვისმენთ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებისგან, პარლამენტში ჩაშალეს სხდომა წინაზე, საკრებულოში ჩაშალეს და ამას ეფექტურად იყენებს ცესკო და “ოცნება”. ეს ხალხი არიან „ოცნების“ სასარგებლო იდიოტები. ეხმარებიან და არიან ჩვეულებრივი მავნებლები“, – განაცხადა მეზვრიშვილმა.
ბრალდებებს უპასუხა ცესკო-ს თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა.
რაც შეეხება ლეგიტიმაციის საკითხს. კიდევ ერთხელ მოვიწოდებ დაინტერესებულ მხარეებს, კარგად წაიკითხონ საკანონმდებლო ჩანაწერი, რომელიც მდგომარეობს იმაში, რომ მოქმედი თავმჯდომარე სრულ უფლებამოსილებაშია, მანამ სანამ არ მოხდება ახლით მისი ჩანაცვლება” თქვა კალანდარიშვილმა
ეს პირველი ასეთი შეხვედრაა წელს ცესკოსა და პარტიებს შორის, რომელიც 2024 წლის არჩევნების წინ იმართება. შეხვედრის მთავარი თემა ელექტრონული კენჭისყრა და საარჩევნო სიების ფორმირებაა. ოპოზიციის განსაკუთრებული ინტერესია ასევე ემიგრაციაში მყოფი მოქალაქეების პრობლემა, ვისაც სურვილი აქვს არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა, მაგრამ ხელისუფლება ამის საშუალებას არ აძლევს.